"სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას" - ლიზა იასკო

სააკაშვილი ძალიან დასუსტებულია, მაგრამ არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, გუშინდელმა დღემ კარგ ხასიათზე დააყენა,  – ამის შესახებ რადას დეპუტატმა და მიხეილ სააკაშვილის ახალმა პარტნიორმა ლიზა იასკომ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან საპატიმროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

" ეს მისი შიმშილობის მე-15, თუ მე-16 დღეა. ძალიან დასუსტებულია და სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს რამდენიმე დღის განმავლობაში არ უშვებდნენ.

ის დიდ მადლობას ეუბნება ქართველ ხალხს გუშინდელი დღის გამო, მისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, საბრძოლო განწყობაზეა. გაიგო ქართველი ხალხის ხმა, ეს ძალიან გულისამაჩუყებელი იყო და სურს, ამით არ გაჩერდნენ.

რაც შემეხება მე, რა თქმა უნდა, მინდა, არ შიმშილობდეს და არ იყოს ციხეში. ვიცი, რამდენი საქმე დატოვა კიევში, ძალიან კომფორტული ცხოვრება, მშვენიერი პოზიცია, კომფორტული პირობები, სახლი, მაგრამ აქ ჩამოვიდა ქართველი ხალხისთვის, რადგან ძალიან უყვარს.

ჩვენთვის ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს ციხიდან და ყველაფერი გავაკეთოთ მის გასათავისუფლებლად", – განაცხადა ლიზა იასკომ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება.   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი

1794510257

მსოფლიო

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...

სროლა თეთრ სახლთან

1794508261

ახალი ამბები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...

დაკავება და ბორკილები

1794507612

ახალი ამბები

შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...

შიო მესამე