სააკაშვილი ჰიტლერს ყველაფერში ბაძავს, როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო - ირაკლი ღარიბაშვილი
"როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო, ძალიან ბევრი მნახველი მიდიოდა, დაახლოებითი იგივე სცენარი დადგა ამ საცოდავმა კაცმა ციხეში" - ამის შესახებ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
"არარელევანტური შეიძლება იყოს სააკაშვილის ჰიტლერთან შედარება, მაგრამ ეს ადამიანი ყველაფერში ბაძავს, უბრალოდ, „ფეიკი“გამოდის, რატომ? ეს დაახლოებით იგივეა, რომ ჰიტლერს, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოეთხოვა კიდევ ძალაუფლებაში, ხელისუფლებაში დაბრუნება და ეს ხალხს, მსოფლიოს დაეჯერებინა, ჩვენს მასშტაბებში დაახლოებით იგივეა... ამ კაცმა ქვეყანა დაანგრია, გადაუარა ქვეყანას, ტანჯა, დახოცა ხალხი, ტერიტორიები დაკარგა, ჩააბარა კოდორი, სოფლები და შემდეგ "ქვების გროვა" უწოდა დაკარგულ ტერიტორიებს. მაჩვენეთ ნებისმიერი მოქალაქე, ვინც ამ ადამიანს ხმას აძლევს. ეს არის სირცხვილი, დანაშაული და დანაშაულში თანამონაწილეობა. მინდა მათ ამომრჩეველს მივმართო, მესმის, რომ შეიძლება ყველა არ არის დღევანდელი ხელისუფლებით კმაყოფილი. ეს ნორმალურიც არის, ამიტომ ეს არის ჩვენთვის ერთი მხრივ, გაკვეთილი, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ, უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔴 სააკაშვილი ყველაფერში ფეიკია, შიმშილობაშიც, გატაცებაშიც, ჩამოსვლაშიც - ირაკლი კობახიძე
1794513219
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ
„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...
1794512126
მსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...
1794510257
მსოფლიოსროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...
1794508261
ახალი ამბებითბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...
1794507612
ახალი ამბებიშიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...































