"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა" - რას აცხადებს გიული ალასანია გორდონთან ინტერვიუში

"სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ავანტიურა, რომელსაც ხშირად სირთულეები ახლდა მაგრამ გამოსავალს ვპოულობდით, თუმცა ახლა რთულ მდგომარეობაში ჩავვარდით" - ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს.

ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის საქმესა და ყოფილი პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლაზე უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვეულებრივ, მისთვის ავანტიურები კარგად სრულდებოდა. მართალია ის სირთულეებს გადიოდა, მაგრამ როგორღაც მდგომარეობიდან გამოსვლას ყოველთვის ახერხებდა. ამ შემთხვევაში ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, რთული შედეგის წინაშე. მე მასთან კიევში ხშირად ჩავდიოდი. ბოლო დღეს, როდესაც მე იქ მივედი, ერთად დაბრუნებას ვაპირებდით. ჩემი ძმა ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, ორივე მასთან საუბარს ვაპირებდით, მაგრამ ყველაფერი ისე მოაწყო, რომ სიტყვის თქმის საშუალებაც არ მოგვცა, სადღაც გაუჩინარდა, ბოლოს კი ეს ფოტოები გამოჩნდა. გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა," - ამბობს გიული ალასანია ინტერვიუში.

თავის მხრივ, გადაცემაში დიმიტრი გორდონმა თქვა, რომ სააკაშვილს საქართველოში წამოსვლამდე კითხა შესაძლო დაკავების შესახებაც, ყოფილმა პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ის რევოლუციონერია და ყველაფრისთვის მზად არის.

"მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ალბათ არავისთვის მომიყოლია. საქართველოში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გვითხრა, რომ წასვლას აპირებდა და მე ვუთხარი ეს როგორ შეიძლება, შესაძლოა დაგაკავონ. მან მითხრა, რომ შეიძლება მომკლან კიდეც მაგრამ მე რევოლუციონერი ვარ და მუდამ მზად ვარ დაპატიმრებისთვის," - იხსენებს ჟურნალისტი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵საბერძნეთი "ძვირფასო ემიგრანტებო, დღეიდან გაქვთ შესაძლებლობა გააკეთოთ განაცხადი ფინანსურ დახმარებაზე" - ადვოკატი   

🔵ქართველი კაცი პოლონეთში პოლიციელად ასაღებდა თავს და ხანდაზმულებს დიდი ოდენობით თანხებს სძალავდა  

🔵"ქურდული გარჩევები", ფულის გამოძალვა და პირის დასჯის მიზნით თვითდაზიანების მიყენების იძულება - ე.წ. კანონიერ ქურდებს და "ქურდული სამყაროს" წევრებს 8 და 10 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747334896

სპორტი

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე E ჯგუფში იასპარეზებს

 ხელბურთში 2026 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრები E ჯგუფში იასპარეზებს შვედეთთან, ხორვატიასა და ნიდერლანდებთან ერთად. E ჯგუფის მატჩები შ...

საქართველოს ხელბურთელ

1747332841

მსოფლიო

მარკო რუბიო: მოლაპარაკებებში გარღვევა არ იქნება, ვიდრე ტრამპი პუტინს არ შეხვდება

 აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინი არ აქვს. „ჩემი შეფასებით, არ მგონია, რომ აქ [მოლაპარაკებებში] რაიმე გარღვე...

მარკო რუბიო

1747332751

საზოგადოება

„ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია

 „ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელი რონალდინიო თბილისშია, - ინფორმაციას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ავრცელებს. „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერან...

კახა კალაძე

1747328841

საზოგადოება

პროკურატურამ თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რა დროსაც ავტომობილი მტკვარში გადავარდა, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

 საქართველოს პროკურატურამ თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი პირის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმ...

მტკვარში გვიან ღამით ავტომობილი გადავარდა

1747328040

ახალი ამბები

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უფლებების უხეში შელახვის ფაქტებზე რამდენიმე პირი გამოჰკითხა

 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პ...

კომისია