საარჩევნო ადმინისტრაციის მორიგი სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მედიის წარმომადგენლების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და სწავლების ცენტრის ორგანიზებით მორიგი სამუშაო შეხვედრა ამჯერად სატელევიზიო და ონლაინმედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს. მათ მიმდინარე საარჩევნო პროცესებში მედიის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს. გიორგი კალანდარიშვილის თქმით მედიის წარმომადგენელთა ინფორმირება არჩევნებისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის შესახებ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან სწორედ მედია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი საზოგადოების ინფორმირებისთვის.
„ჩვენ მიერ შეთავაზებული სამუშაო ფორმატით მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ინსტიტუციის პირველი პირებისგან მოისმინონ სრულყოფილი, ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საარჩევნო საკითხზე, მათ შორის მოახლოებული 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ. გვქონდა ძალიან საინტერესო დიალოგი. ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიის როლის გათვალისწინებით, ასეთი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მათი ცნობიერების ამაღლებას, შემდგომ კი გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას ამომრჩევლებისთვის“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
2 დღის განმავლობაში სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა კენჭისყრის პროცესში საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების პროცესი მიმოიხილეს, დეტალურად ისაუბრეს 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე და მედიის უფლებრივი მდგომარეობასა და როლზე არჩევნების გაშუქების პროცესში.
გაიმართა აქტიური დისკუსია, მედიის წარმომადგენელთა კითხვებს ცესკოს თავმჯდომარემ, მოადგილე გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა ამომწურავად უპასუხეს.
სამუშაო შეხვედრა 13-14 სექტემბერს გაიმართა და მასში მონაწილეობა მედიის 40-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო.
1757839519
საზოგადოებამართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს
მართლმადიდებელი ეკლესია საეკლესიო ახალ წელს ზეიმობს. ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი ა...
1757837494
მსოფლიოუკრაინა რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას დრონებით დაესხა თავს
უკრაინა ლენინგრადის ოლქს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შემდეგაც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას „კირიშინეფტეორგსინტეზს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებულ...
1757835516
საზოგადოებაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 14 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, თბილისის, რაჭა-ლეჩხუმის, კახეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერ...
1757835441
საზოგადოებაპოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 7 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის, აჭარის პოლიციის, იმერეთის პოლიციის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადას...
1757832079
საზოგადოებაროგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
14 სექტემბერს სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +26 და ღამით +17 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმში...