თორნიკე ჭეიშვილი: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც
იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა: ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც, - წერს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 317-ე მუხლის ჩანაწერს.
დეპუტატის შეფასებით, იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა.
„იურისტი სხვანაირად ვერ იმსჯელებს, აქ საქმე უმარტივესადაა:
ხაბეიშვილის ქმედებაში დანაშაულის ყველა კომპონენტი სახეზეა - საქვეყნოობაც, მოწოდებაც, დამხობასთან მიმართებაც და ობიექტი - სახელმწიფო ხელისუფლებაც.
რაც შეეხება ქრთამის დაპირებას, ამ შემთხვევაში თავადაც არ შედიან კამათში და აქცენტი სპეცრაზმელების ჩვენებებზე (და იმ ნაწილზე, სადაც მოწმე პირად ემოციაზე საუბრობს, რომელსაც სამართლებრივ შეფასებასთან საერთო არაფერი აქვს) გადააქვთ, რაც საერთოდ რომ არ ყოფილიყო, მაინც არაფერი იცვლებოდა, რადგან დაპირებაც საჯაროდ იყო განხორციელებული და მასაც კონკრეტული ობიექტი ჰყავდა - ნებისმიერი სამართალდამცველი, ვინც არ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გაიტანდა საიდუმლოს და ა.შ.
იურიდიულად კითხვის ნიშნები არ არსებობს, პოლიტიკური მართლმსაჯულება კი უკვე წარსულია და 13 წლის წინანდელ პერიოდს ჩაბარდა“, - წერს თორნიკე ჭეიშვილი.
1780946907
საზოგადოებაპრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია
კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვე...
1780946274
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სხვაობა საქართველოს და მოლდოვის ეკონომიკებს შორის მხოლოდ ხუთ წლის განმავლობაში გაიზარდა 8,6 მილიარდი დოლარით, ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, რომ ევროკავშირი სესხს სესხზე აძლევს მოლდოვას
საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს იყო 16 მილიარდი დოლარი და შარშან გახდა 38,1 მილიარდი დოლარი. მოლდოვაში 11,5 მილიარდი დოლარი იყო ეკონომიკა და ხუთ წელში 20,1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. სხვაობა საქართვე...
1780944615
საზოგადოებაპრემიერი: კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო ლიდერია არა მარტო მოლდოვასთან და უკრაინასთან მიმართებით, არამედ კანდიდატ ქვეყნებს შორის ყველა თვალსაზრისით
საერთო ვითარება, რომელიც შექმნილია საქართველოს გარშემო ევროინტეგრაციის კონტექსტში, არის აბსოლუტურად ცხადი, კონკრეტული ფაქტებით დასტურდება, რომ საქართველო არის ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, არა მარტო...
1780944557
საზოგადოებაპრემიერი: უკრაინას ამართლებს ომი, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, მოლდოვაში ხომ არ არის ომი? იქ რით ამართლებენ პოლიტიკოსების დაჭერას, პარტიების აკრძალვას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ეკონომიკის ვარდნას?
უკრაინას ამართლებს ომი ყველაფერში, მედიაც შეუძლიათ დახურონ, პოლიტიკოსებიც დაიჭირონ, პარტიებიც აკრძალონ, ეკონომიკაც ვარდება, კი ბატონო, ომია, მოლდოვაში ხომ არ არის ომი?იქ რა ხდება, იქ რით ამართლებენ პო...
1780944468
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი და თანამშრომლობა ჩვენს სომეხ კოლეგებთან
ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში, როდესაც დასრულდება არჩევნების პროცესი და ჩამოყალიბდება მთავრობა, გვექნება ისევ ინტენსიური კავშირი ჩვენს სომეხ კოლეგებთან და თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არის...


























