საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ფაქტები გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2025 წლის მაისის თვეში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების ხუთი ფაქტი გამოავლინა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ, საბაჟო გამშვები პუნქტების „სარფის“ და „სადახლო საავტომობილოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილ იქნა ჯამში 920.46 გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე, გამოვლენილ იქნა საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, 62 ცალი, 24.2 კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გატანის მცდელობის ფაქტი.
ჯამში ამოღებულია 941.53 გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234 412 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.
1750418626
მსოფლიოვიქტორ ორბანის განცხადებით, ირანის მთავრობის დაშლას რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ირანის მთავრობის დაშლას, მთელი ქვეყნის ჩამოშლა და რეგიონში დესტაბილიზაცია მოჰყვება, რომელიც არაერთ სხვა სახელმწიფოზე გავრცელდება. ორბანი ირანში...
1750418565
საზოგადოება„ქართული ოცნება“: ქონებრივი დეკლარაცია, რომლის შევსების ვალდებულება ბიძინა ივანიშვილს როგორც პარლამენტის წევრობის კანდიდატს დაეკისრა, 2024 წლის 4 ოქტომბერს შეავსო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მორიგ ჯერზე ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას
პარტია „ქართული ოცნება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, ქონებრივი დეკლარაციის შე...
1750418229
ახალი ამბები„ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსებაზე: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ცდილობს, სპეკულაციური განცხადებებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიცრუის ტირაჟირებას
„ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ქონებრივი დეკლარაციის შევსების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მორიგ ჯერზე ც...
1750415423
ახალი ამბებიპროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკანორ მელიას ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გამართულ წი...
1750413764
საზოგადოებახევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხევსურული „ნაჭრელას“ ქარგვის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქარგვის ამ სახეობისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატორ...