საიდან რა გამოდნება... ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი ეკატერინე ტიკარაძეს აკრიტიკებს

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას - კაცმა არ იცის, როგორ აისახება საზოგადოებაზე, - ასე ეხმაურება ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას. 

2021 წლის საქმიანობის შეჯამებისთვის ტიკარაძემ თქვა, რომ არსებობს კლინიკები, სადაც პაციენტების გარდაცვალების მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია, თუმცა, ამასთანავე არსებობს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ს აღწევს

„საიდან რა გამოდნება...

მართლა სულ მაოცებს, როგორ ხდება, როცა ვინმე ერთს ამბობს და მეორეს სრულიად მოულოდნელი მხრიდან შეუძლია ყურის გამობმა! ცხადია ხშირად ვარ ამის მომსწრე, მაგრამ მაინც სულ ახალივით მაკვირვებს...

ჯანდაცვის აწ უკვე ყოფილმა მინისტრმა, გუშინდელ პრეზენტაციაზე, სხვა გამოწვევებთან ერთად ისაუბრა ერთ მნიშვნელოვანზე, რომელიც არათუ ჩვენს, არამედ ყველა ქვეყანაში არსებობდა კოვიდამდე და აუცილებლად იქნება კოვიდ-პანდემიის შემდეგაც- ესაა შიდაჰოსპიტალური (ნოზოკომიალური) ინფექცია. საკითხი აკადემიურია, შიდაპროფესიული და ალბათ შეცდომა იყო ამ საკითხის ასეთ ღია ფორუმზე გამოტანა. ის, რაც მედიკოსებისთვის ჩვეულებრივი, ყოველდღიური პრობლემაა და დარბაზში მყოფებისთვის არაფერი ახალი არ თქმულა (მით უფრო, რომ უცხოელმა ექსპერტებმა საკმაოდ დადებითად შეაფასეს დიდი, წამყვანი კლინიკების ძალისხმევა ამ მიმართულებით), არამედიკმა მსმენელმა გაიგო ასე: "

- აჰა, ხედავ კოვიდზე უფრო მეტად თურმე შიდაინფექციით კლავენ ხალხს და მერე კოვიდს ბრალდება!.." დღეს ფეისბუკზე შემხვდა აუარება ასეთი კომენტარი:

"-ეტყობა მინისტრი რომ მიდის, იმიტომ თქვა სიმართლე!"

"- კოვიდით შევიყვანე დედაჩემი და ბოლოს სეფსისით მომიკლეს!.."

"საავადმყოფოში რომ არ მიმეყვანა კოვიდიანი ნათესავი, დღეს ცოცხალი იქნებოდა..!" ... და ა.შ... კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა დაფიქრება სჭირდება მაღალი ტრიბუნიდან გასროლილ სიტყვას - კაცმა არ იცის, როგორ აისახება საზოგადოებაზე.

სიმართლე კი ასეთია: არ არსებობს მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული კლინიკაც, სადაც შიდაჰოსპიტალური ინფექცია არ არის. რა თქმა უნდა, მეტ - ნაკლები პროცენტულობით! ასეთი სახის ინფექციით დაავადების რისკი პირდაპირპროპორციულია კლინიკაში წოლის დღეების რაოდენობასთან და ხანგრძლივი მკურნალობისას ძალიან მაღალია. ნოზოკომიალური ინფექცია, ცხადია არასასურველი გართულებაა და ძალიან არ გვიყვარს ექიმებს, თუმცა მართვადია (სირთულის მხრივ, გააჩნია მიკრობს).

რაც შეეხება "სეფსისით მომიკლეს!".. ყველა ინფექციური პათოლოგიის ვირუსული იქნება თუ ბაქტერიული, ავთვისებიანი სიმსივნეების ბოლო, რღვევითი ფაზის ლეტალობის მთავარი მიზეზი არის სეფსისი, სეფსისური შოკი. ის ძირითადი დაავადების გენერალიზების სტადიაა და არა "კლინიკაში სეფსისი აკიდეს!"

კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი: შიდაჰოსპიტალური ინფექცია იყო, არის და იქნება მუდმივი სამედიცინო გამოწვევა. კოვიდთან მისი შედარება და სიკვდილობის გადაბრალება ისევე მართებულია, როგორც ნებისმიერ დაავადებასთან- ჰეპატიტი იქნება ის თუ ტერფის ფლეგმონა. და ვერც მისგან გარდაცვლილ (რაც, საკმაოდ იშვიათია) პაციენტის სიკვდილობას გადააბრალებს ვინმე კოვიდს, ფლეგმონას, ჰეპატიტს ან ნებისმიერ სხვას.

ნუ აჰყვებით არაჯანსაღ აჟიოტაჟს! მაქსიმალურად დაიცავით თავი დაავადებისგან, მაგრამ თუ მაინც დაგემართათ- ენდეთ ექიმებს!“, - წერს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, დავით გადელია.

ასევე საინტერესოა:

🔵 უაზრო კეკლუცობა და თვითკმაყოფილებაა საშიში - მაია ბუწაშვილი ეკატერინე ტიკარაძეს აკრიტიკებს

🔵 იმდენი იძახეთ კოვიდი მესამე მსოფლიო ომიაო, თავდაცვიდან გადმოისროლეს კადრები - ნათია ფანჯიკიძე ჯანდაცვის ახალ მინისტრზე

🔵 ექიმის ოჯახშია გაზრდილი, ხუთი შვილის მამაა, წარმატებული იქნება - ღარიბაშვილი მინისტრ აზარაშვილზე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793544071

მსოფლიო

იური უშაკოვი აცხადებს, რომ თუ ზელენსკის პუტინთან მოლაპარაკებები სურს, მოსკოვში ჩასვლა შეუძლია და თუ დარეკვა უნდა, პუტინი აუცილებლად უპასუხებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის იური უშაკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და იმ შემთხვევაში თუკი უკრაინის პრეზიდენტი მას დაურეკავს, პუტინი აუცილ...

იური უშაკოვი

1793541081

სპორტი

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ჩინეთში გამართულ „მასტერსზე“ ოქროს მედალი მოიპოვა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.   მან ფინალში მასპინძელი შიაო ლინი ანგარიშით 15 - 3 დაამარცხ...

სანდრო ბაზაძე

1793538014

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე: ფაქტია, რომ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, კანონის უზენაესობის ფარგლებში მიმდინარეობს ეს პროცესები თუ არა

„როდესაც ამ ტიპის მიდგომებს თესავენ სხვა სახელმწიფოებში, ადრე თუ გვიან საკუთარ ქვეყანაში მოიმკიან ხოლმე“, - განაცხადა ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პოლონეთის საკონსტიტუციო სას...

ლევან მახაშვილი

1793533138

მსოფლიო

ლონდონში აშშ-ის საელჩოსთან გამართული საპროტესტო აქციის დროს 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

 ლონდონის პოლიციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აკრძალული ორგანიზაციის, „პალესტინის მოქმედების“ მხარდასაჭერად საპროტესტო აქციაზე 139 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას  Associated Press-ი ავრცელებს. მედიას...

დაკავება

1793528397

ახალი ამბები

ცოტნე ანანიძე ბერა ივანიშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე: „ტვ პირველის“ დაუდასტურებელი ინფორმაციით, აეროპორტში მამამ შვილი გააცილა - შემდეგი სკანდალი ალბათ ის იქნება, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთს დაბადების დღე მიულოცეს

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, „ტვ პირველის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმად, ბერა ივანიშვილი საქართველოდან გაფრინდა, ხოლო, აეროპორტ...

ცოტნე ანანიძე