საკანონმდებლო ორგანომ „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელიც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, „სისხლის სამართლის კოდექსიდან“ ამოღებული იქნება ის მუხლი, რომელიც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას ან გადაგზავნას არეგულირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მუხლი მსუბუქ სანქციებს ითვალისწინებს.
„წლების განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულია იმგვარი გადაწყვეტილებები, რომლებმაც საბოლოო ჯამში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას მოხმარებასა და გავრცელებას შეუწყო ხელი. კამპანიური ხასიათის ღონისძიებები ხორციელდებოდა, თითქოს მარიხუანა არის მსუბუქი ნარკოტიკული საშუალება. ანალოგიური კამპანია იწარმოებოდა ე.წ.კლუბურ ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, რამაც საბოლოო ჯამში, ამ საშუალების მოხმარების ზრდა გამოიწვია. აღნიშნული ფაქტი აწუხებს საზოგადოებას და წარმოადგენს პრობლემას ჩვენი მომავლისათვის. თუ გვინდა, რომ ჩვენს მომავალზე ვიზრუნოთ, აუცილებელია არსებობდეს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ამ საშუალების გავრცელებას და მოხმარებას“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
ცვლილების თანახმად, მცირე ოდენობით კანაფის - 10 გრამამდე, მარიხუანას - გამომშრალი 5 გრამამდე, ხოლო ნედლის - 10 გრამამდე შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა გამოიწვევს ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორების შემთხვევაში იგივე ქმედება გამოიწვევს სასჯელის სახით ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.
სისხლის სამართლის დასჯადი ოდენობის, მცენარე კანაფის შემთხვევაში - 10 გრამიდან 155 გრამამდე, გამომშრალი მარიხუანას შემთხვევაში - 5 გრამიდან 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანას შემთხვევაში - 10 გრამიდან 140 გრამამდე, შეძენა, შენახვა გამოიწვევს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
არჩილ გორდულაძის თქმით, გამკაცრებული რეგულაციებია გათვალისწინებული მარიხუანასა და მცენარე კანაფის კულტივაცია და რეალიზაციასთან დაკავშირებითაც.
„ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანას, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციაში ხელშეწყობა ზუსტად იმავე წესით დაისჯება, როგორც რეალიზაციისთვის. ეს ცვლილება ე.წ.დამდებებზე გავრცელდება, ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სივრცეში ნარკოტიკულ საშუალებებს დებენ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
წარმოდგენილ ცვლილებებს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
1751391906
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი: აქტიურად ვაგრძელებთ საზღვაო სექტორის მხარდაჭერას რეგიონში
ბათუმში მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საზღვაო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს პროფესიული დღე მიულოცა. „მეზღვაურობა საპატიო და საამ...
1751391869
მსოფლიოპუტინმა და მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, მათ შორის ირანის საკითხი და უკრაინაში მიმ...
1751389681
საზოგადოებამაკა ბოჭორიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომელიც უნდა იყოს დაცული, ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პატივი სცენ პარტნიორებმა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული ინტერესები, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ჩვენს სუვერენიტეტსა და სტრატეგიულ ინტერესებს პარტნიორებმა პატივი სცენ,- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინ...
1751389646
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია
„ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი...
1751389614
საზოგადოებაირაკლი კობახიძე - სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს
„სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზ...