სახალხო დამცველი: "ბათუმში ბინაზე რუსულად დაწერილ განცხადებაში მიუთითეს - ქართველებზე არ გაიყიდება"

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მიმდინარე პერიოდის განმავლობაში აპარატმა მიიღო 30-მდე შეტყობინება, რომლებიც სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების მიღებაზე საქართველოს მოქალაქეების წვდომის შეზღუდვის ფაქტებს შეეხება.

მათი თქმით, განსაკუთრებით პრობლემური იყო შემთხვევა, როდესაც, სავარაუდოდ, ე.წ. სამაკლერო საქმიანობით დაკავებულმა პირმა ბათუმში ბინის გაყიდვის თაობაზე რუსულ ენაზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიუთითა, რომ ბინა ქართველებზე არ გაიყიდება.

"საქართველოს სახალხო დამცველი ყველა დაწესებულებას, ორგანიზაციას, ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეახსენებს, რომ თანაბარი მოპყრობის პრინციპი ვრცელდება საჯაროდ ხელმისაწვდომი საქონლისა და მომსახურების მიღებაზე, საცხოვრებლის ჩათვლით. ამასთან, საქართველოს კანონმდებლობა მოქალაქეობის, ეროვნებისა თუ სხვა ნიშნით დისკრიმინაციას კრძალავს ყველა სფეროში, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. ამდენად, საჯაროდ ხელმისაწვდომი შეთავაზებებით სარგებლობაზე უარი, არარაციონალური, დისკრიმინაციული საფუძვლებით, დაუშვებელია ქირავნობით საკითხებთან დაკავშირებითაც", - ნათქვამია განცხადებაში.

სახალხო დამცველის აპარატი უძრავი ქონების აგენტებსა და მომსახურების გამწევ სხვა პირებსა თუ ორგანიზაციებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართონ, მათ შორის, საბინაო სფეროშიც.

"ამავე დროს, სახალხო დამცველის აპარატი მზად არის შეისწავლოს სავარაუდო დისკრიმინაციის ყველა შემთხვევა მსგავსი მომართვის და სავარაუდო დისკრიმინაციის ჩამდენი პირის იდენტიფიცირების შემთხვევაში", - ამბობენ აპარატში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752696459

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: აშშ-ში ყოფილი ადმინისტრაცია რომ იყოს, იგივე ტურბულენტობა იქნებოდა დღესაც. პირდაპირპროპორციულია - ფული რამდენიც შემოუშვეს ქვეყანაში, იმხელა აჟიოტაჟი იყო ატეხილი რაღაც თემებზე; ფული დაიკეტა - პროტესტიც ჩაიფარცხა

გიწერენ, რომ გააუქმეთ გამჭვირვალობის კანონი, ჩვენ ვისაც გვინდა დავაფინანსებთ და არც გეცოდინებათ, ვინ გეკითხებათ მე ვის დავაფინანსებო და გეუბნებიან გააუქმე კანონი, რომელიც შეეხება არასრულწლოვნების დაცვ...

 მამუკა მდინარაძე

1752695679

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: ერთადერთი მთავარი „კოზირი“, რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს?! - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებით

„ერთადერთი მთავარი „კოზირი“ რაც კი აქვთ დარჩენილი არის ის, რომ შიდა არეულობა, ჩვენს ხალხზე ზემოქმედება, გამოიყენონ და ეს რა გზით უნდა მოხდეს? - ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული შემაშინებელი მესიჯებ...

მამუკა მდინარაძე

1752695644

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: მოლდოვაში სიღარიბე 2%-ით გაუარესდა, დსთ-ში მყოფ ქვეყანაზე გეუბნებიან, რომ მისაბაძი ქვეყანააო, ადრე „გაიშნიკებს“ 2- 5-ლარიანებს რომ აძლევდნენ, ისეთი მდგომარეობაა ამ ქვეყანაში და ჩვენ გვეუბნებიან, თქვენი დემოკრატია საფრთხეშიაო

მოლდოვას რომ გვადარებენ, მოლდოვაში სიღარიბე იყო შარშან უფრო უარეს მდგომარეობაში, ვიდრე 2012 წელს, „ნაცების“ დროინდელზე ერთი პროცენტით უარესი იყო და ორი პროცენტით კიდევ უფრო გაუარესდა, - განაცხადა „ქარ...

მდინარაძრ

1752695230

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?!

ქართველ ხალხს ვკითხოთ, უნდათ რაიმე იმის ხარჯზე, რომ საქართველოს, კრემლის საბჭოთა მითითებების მსგავსად, დღეს არა მოსკოვიდან, ბრიუსელიდან ასე თითები უქნიონ - ეს გააკეთეთ?! - ასე გამოეხმაურა გადაცემაში „...

მამუკა მდინარაძე

1752694512

საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია

საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ყველა დარწმუნდა, რომ ეს ხალხი ომში ჩამრთველი არ არის. რაც არ უნდა ქნან, ჩვენში დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ომში არ ჩავერთვებით, გამორიცხული ამბავია, - გა...

მამუკა მდინარაძე