მამუკა მდინარაძე: იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა

იქნება კვლავ მცდელობა იმისა, რომ არიონ-დარიონ ეს ქვეყანა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი ბოლო მცდელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, წამყვანის კითხვაზე, თუ როგორი იქნება პოლიტიკური შემოდგომა არჩევნების შემდეგ.

მისი თქმით, ხშირად ეკითხებიან თუ როდის დაწყნარდება სიტუაცია, თუმცა მთავარი ის არის, რომ საზოგადოებამ იცის ტყუილ-მართლის გარჩევა.

„როდის დავწყნარდებით? საქართველოს ისტორია არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ამ თავისუფლების, ამ ღირებულების, ამ საოცნებო სიტყვის უკან ხან დიდი ფარისევლობაა, ხან დიდი გულწრფელობა და ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს მართებს ამ გულწრფელობისა და ფარისევლობის გარჩევა ერთმანეთისგან. და თუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ყველანი ერთად შევძლებთ თეთრისა და შავის, მტყუანისა და მართლის, გულწრფელისა და მატყუარას გარჩევას, აქ არის საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გასაღები. ჩემი აზრით, იმიტომ ვართ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, რომ შეუძლებელია ასეთი მცირერიცხოვანი ერი, ამდენი საუკუნის განმავლობაში ასეთი შემოტევების ფონზე გადავრჩენილიყავით, რომ არა პირველ რიგში ღვთის წყალობა და მეორე რიგში ქართველი ხალხის გონიერება, როდესაც ჩვენი საზოგადოება კრიტიკულ მომენტში ყოველთვის სწორ არჩევანს აკეთებდა. ამის იმედი მაქვს მე, ამის იმედი უნდა ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც მოატყუებენ, შეეცდებიან მოტყუებას. ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებიც ასე ჩვენსავით დასხდებიან და შეეცდებიან, რომ მაქსიმალურად, ბოლომდე გახსნილი და ღია ტექსტით სიმართლე უთხრან და მერე არჩევანი ისევ ქართველ ხალხზე დგება. სამშობლო არის უპირველესი და ჩვენი უპირველესი მიზანია გაერთიანებული ჩვენი სამშობლოს განვითარება. ამ გაერთიანებასაც შემთხვევით არ ვამბობ. ეს ჩვენი უპირველესი მიზანია, განვითარება და ისეთი განვითარება, სადაც პროგრესი და წარსულის პატივისცემა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებები არ იქნება, როგორც ამის დამკვიდრებას ჩვენში ცდილობდნენ. და მაინც და მაინც ლგბტ უფლებებს თუ არ გადავყევი თან და ზომიერების ფარგლები დავიცავი ყველას უფლება, ამის გარეშე მე ჩემი სამშობლოს ხვალინდელ დღეს შევქმნი და ჩემს შვილებსაც ტრადიციებზე გავზრდი და ღირსეული, პროგრესული მომავლის სადარაჯოზეც ვამყოფებ. ასეთი საქართველო მინდა მე, ასეთი მომავლის გვწამს ქართველებს და ამიტომ ვიქნებით ყოველთვის მყარად. ოღონდ სულ ვიქნებით ბრძოლაში და არ უნდა დაგვეზაროს ეს ბრძოლა. ვხედავთ, რომ ამის გარეშე არ გამოდის. სანამ შეგვიტევენ უნდა ვიბრძოლოთ. მშვიდი პერიოდებიც გვექნება, არეული პერიოდებიც გვექნება, მაგრამ ბრძოლა არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ვიბრძოლოთ, როცა ამის საჭიროება იქნება. ხან შეიძლება ფიზიკური ბრძოლით, ხან შეიძლება ინტელექტუალური ბრძოლით, მთავარია სიმართლე და ჩვენი სამშობლოს სიყვარული იყოს ერთ სიბრტყეში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752744574

ახალი ამბები

კახა კალაძე: ზოგიერთ მედიას ერთი სიუჟეტი გაუკეთებია ავარიული კორპუსებისთვის რა პროგრამას ვახორციელებთ? უბედურება რომ მოხდება, მხოლოდ მაშინ გამოდიან და ხელს მერიისკენ იშვერენ

„დღეს და გუშინ არ გამხდარა თბილისი ავარიული. ყველა ამ ქალაქში ვცხოვრობთ. ეს მხოლოდ ჩემი პრობლემა ხომ არაა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიული კორპუსის ჩამონგრე...

კახა კალაძე

1752744435

ახალი ამბები

კახა კალაძე: გინდათ, ისევ ისე გითხრათ, რომ აუცილებლად ვიქნები კანდიდატი და აუცილებლად დაგამარცხებთ? - დაელოდეთ, ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია დედაქალაქის მერობის კანდიდატს უახლოეს დღეებში წარადგენს. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩე...

კახა კალაძე

1752743574

მსოფლიო

ერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყის ქალაქ კუტში, ახალ სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 61 ადამიანი დაიღუპა. არის ბევრი დაშავებული. ასევე არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც. ამის შესახებ independent იუწყება. სავაჭრო ცენტრი 5 დღის წინ გ...

ერაყის სავაჭრო ცენტრში ხანძარს 61 ადამიანი ემსხვერპლა

1752743037

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილს არ ეშინია არც ფორმალური, არც არაფორმალური სანქციების, ეს არის ევროპისთვის შეუფერებელი ქმედებები, ასეთ რამეს 30 და 40 წლის წინ ევროპიდან ვერ წარმოვიდგენდით, ეს Deep State-ის საქმიანობის და გავლენის შედეგია

„ბიძინა ივანიშვილის სანქციების რომ არ ეშინია, ყველამ ძალიან კარგად დაინახა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მასზე ჯერ მ...

 ირაკლი კობახიძე

1752741493

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია გაპარულია ევროპაში, რა უნდა გააკეთოს ბრიუსელში გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ საბოტაჟით იქნება დაკავებული

„20 ივნისთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არის სერიოზული კითხვები, კერძოდ, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მიიყვანა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საქმე რეზინის ტყვიების გამოყენებამდე“, - ამის შეს...

ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარია