საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრების სტატისტიკა

26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების წარდგენის ვადები დასრულდა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი სანტურიანმა ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ 2020-2024 წლებში ჩატარებული საერთო არჩევნების ჭრილში წარდგენილი საჩივრების რაოდენობის კლების ტენდენცია შეინიშნება.
„გაგაცნობთ ინფორმაციას საჩივრების სტატისტიკის შესახებ. ამავდროულად წარმოგიდგენთ მცირე შედარებით ანალიზს 2020, 2021 და 2024 წელს წარმოდგენილ საჩივრებთან დაკავშირებით.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სულ წარმოდგენილია 1170 საჩივარი, რაც მიანიშნებს წინა წლებთან შედარებით კლების ტენდენციაზე - 2020 წელს წარმოდგენილი იყო სულ 2054 საჩივარი, 2021 წელს - 1840 საჩივარი.
ასევე კლების ტენდენციაა 2020-2024 წლებში სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების სტატისტიკაშიც:
მაგალითად, სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებზე სულ წარადგინეს 570 საჩივარი, 2020 წელს - 629, ხოლო 2021 წელს - 599.
რაც შეეხება საარჩევნო სუბიექტების მიერ წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობას - ასევე 2020-2024 წლებში - 2024 წლის არჩევნებზე სულ წარმოდგენილია 600 საჩივარი,
2020 წელს იყო 1425, 2021 წელს კი 1235.
შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ როგორც საარჩევნო სუბიექტების, ისე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან საჩივრებთან მიმართებით კლების ტენდენციები ნარჩუნდება. საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვას, ბუნებრივია, უნდა მოჰყოლოდა გარკვეული პროცედურული დარღვევების თვალსაზრისით საჩივრების რაოდენობის კლება, რასაც მიმდინარე სტატისტიკაც ადასტურებს.
მინდა გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია - კერძოდ, თუ შევაჯამებთ მიმდინარე წლის 26, 27 და 28 ოქტომბერს საარჩევნო ადმინისტრაციაში წარმოდგენილ საჩივრებს, სულ წარმოდგენილია 652 საჩივარი, და აქედან მხოლოდ 7 საჩივარი შეეხება ისეთ შემთხვევას, სადაც საჩივრის ავტორი მიუთითებს გაფერადების შემდგომ ბიულეტენის მეორე მხარეს შესაბამისი მონიშვნის არსებობაზე. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კენჭისყრის დღეს აღნიშნული საკითხი, როგორც პრობლემა, არ იყო იდენტიციფირებული.
აქვე გაგაცნობთ ინფორმაციას, თუ რა კონკრეტულ მოთხოვნებს შეიცავს წარმოდგენილი საჩივრები. კერძოდ:
გადათვლა-ბათილობასთან დაკავშირებით წარმოდგენილია 544 საჩივარი;
დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით - 428;
მოთხოვნის გარეშე - 47;
ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე - 151.
ასევე გვინდა გაგიზიაროთ მოკლედ ინფორმაცია გადათვლებთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა 29 ოქტომბერს საოლქო საარჩევნო კომისიებში. კერძოდ, სულ გადაითვალა 366 საარჩევნო უბანი, 334 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის შედეგები არ შეცვლილა, დარჩენილ 32 უბანზე კი მხოლოდ მცირედით შეიცვალა.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ განსხვავებული აზრი ფიქსირდება მხოლოდ 9 შემაჯამებელ ოქმში, რაც წარმოადგენს მხოლოდ 0.02%-ს.
წარმოდგენილი საჩივრების რაოდენობების შესახებ, საარჩევნო სუბიექტებისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიხედვით, ინფორმაცია განთავსდება ცესკოს ვებგვერდზე და ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა აღნიშნული სტატისტიკური ინფორმაციას გაეცნოს.
კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ რომ სამწუხაროდ ნარჩუნდება ე.წ. შაბლონური საჩივრების წარდგენის ტენდენცია. კერძოდ, იცვლება მხოლოდ საუბნო საარჩევნო კომისიების ჩამონათვალი, მათი ნუმერაცია, ხოლო მთლიანობაში საჩივარი თავისი შინაარსით არ იცვლება, რაც მიუთითებს რომ ამ შემთხვევაში საჩივარი წარმოდგენილი იყო საჩივრების რაოდენობის ხელოვნურად გასაზრდელად და არა კონკრეტული პრობლემის ასახვის მიზნით. რაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეუძლია გადაამოწმოს ჩვენს ვებგვერდზე საჯაროდ განთავსებულ საჩივრების რეესტრში.
აქვე შეგახსენებთ, რომ საჩივრების განხილვის პროცედურები უკვე მიმდინარეობს საოლქო საარჩევნო კომისიებში. საჩივრების განხილვის ბოლო ვადა საოლქო კომისიებში სამი ნოემბერია. საჩივრების განხილვის დასრულებისთანავე ასევე წარმოგიდგენთ განახლებულ ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
1747752605
საზოგადოებაკოტე ჟღენტი: ასეთი სახის კონფლიქტები, როგორიც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება - მსოფლიოს წამყვანი ძალების იმდენი ინტერესია ერთმანეთთან გადაჭდობილი, რომ სწრაფად ამის მოგვარება შეუძლებელია
ასეთი სახის კონფლიქტები როგორც რუსეთ-უკრაინის ომია, სწრაფად და უმტკივნეულოდ არასოდეს მთავრდება ხოლმე, - განაცხადა დიპლომატმა კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“. მისი თქმით, ამ ომში მსოფლიოს წამყვა...
1747751358
საზოგადოებაგიორგი მამარდაშვილს საქართველოს 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა
სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის გამოკითხვის შედეგად, გიორგი მამარდაშვილი 2024 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა. საქართველოს ნაკრების მეკარე „ვალენსიის“ შემადგენლობაში „მესტალიაზე“ გამართული...
1747750641
საზოგადოებაპროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის მცდელობის და რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს...
1747749725
საზოგადოებაღუდუშაური „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ბოროტება არ დაბრუნდეს - ამდენი ხნის განმავლობაში საკუთარ თავში ვერ იპოვეს ძალა, რომ გაჩუმდნენ და ჭირისუფლების მიმართ მაინც გამოხატონ პატივისცემა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ „...
1747746565
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7401 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7406 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...