საპატრიარქო: ინფორმაცია თვითმარქვია პირის შესახებ - ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძე ცრუობს და თავს სასულიერო პირად წარმოაჩენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს ინფორმაციას თვითმარქვია პირის - ბაჩუკი, იგივე გიორგი ცნობილაძის შესახებ, რომელიც თავს სასულიერო პირად წარმოაჩენს.
გასული დღეების განმავლობაში საქართველოს საპატრიარქოს არაერთხელ მომართეს კითხვით, იყო თუ არა ვინმე ბაჩუკი, იგივე - გიორგი ცნობილაძე, საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში მოღვაწე სასულიერო პირი. როგორც აღნიშნავენ, იგი თავს წარმოაჩენს სასულიერო პირად და ატარებს პარაკლისებს სხვადასხვა სნეულებისა და უშვილო წყვილთა განსაკურნებლად.
ჩვენ ვცადეთ, დავკავშირებოდით მას სოციალურ ქსელში არსებული პროფილის მეშვეობით და უშუალოდ მისგან მიგვეღო პასუხი, თუ რომელი ეკლესიის იურისდიქციით მოქმედებს, თუმცა უშედეგოდ.
ამჟამად საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება: ბაჩუკი, იგივე - გიორგი ცნობილაძე, არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად და მღვდლად, არც აღკვეცილა მონაზვნად.
ამიტომ გაუგებრობის აცილების მიზნით, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების იმიტაცია წარმოადგენს მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ დამაბრკოლებელ ქმედებას, თვითნებობას და მძიმე საეკლესიო დანაშაულს.
გარდა ამისა, თუ რაიმე ინფორმაციას ფლობთ ზემოაღნიშნული პიროვნების შესახებ, შეგიძლიათ მომართოთ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს",-ნათქვამია, საპატრიარქოს განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1793625582
ახალი ამბები№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა
სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...
1793625126
მსოფლიოკიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა
კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...
1793625095
საზოგადოებალარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...




























