საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში კომისიის წევრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა წარუდგინა.

კომისიის წევრებმა საქართველოს მიერ გასული წლის განმავლობაში ასოცირების შეთანხმების შესრულების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანა 2028 წლისთვის მზად იყოს ევროკავშირის წევრობისთვის.

შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, რათა საქართველომ 2028 წლისთვის ასოცირების შეთანხმების შესრულების კუთხით კიდევ უფრო მეტ პროგრესს მიაღწიოს.სხდომაზე ხაზი გაესვა ყველა სახელმწიფო უწყების ჩართულობას აღნიშნულ პროცესში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1755012420

საზოგადოება

მიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს: კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ თამაშს

„კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ [თამაშს]“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზ...

მიხეილ ყაველაშვილი

1755009399

საზოგადოება

შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძე...

შსს

1755007002

საზოგადოება

ნინო წილოსანი: სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან

„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან. იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას...

ნინო წილოსანი

1755006028

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის...

ამინდი

1755004257

საზოგადოება

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6948 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა