შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ

შსს-მ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ 3 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ. აღნიშნულის შესახებ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 14 მარტს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ლ.ჯ.-ს განზრახ მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით, კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ძმები დ.მ. და გ.მ. ბიზნესსაქმიანობასთან დაკავშირებულ და სხვადასხვა საკითხებზე დაპირისპირებულები იყვნენ ლ.ჯ.-სთან და გააჩნდათ პირადი მტრული მოტივი მის მიმართ, რის გამოც მისი შეკვეთით მკვლელობის ორგანიზება მოახდინეს. დაპირისპირებაში მყოფი პირები დაუკავშირდნენ გ.ჯ.-ს და დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, პირის მოძიებაში დახმარება სთხოვეს. დანაშაულში ჩართული პირების მონაწილეობით მოძიებულ იქნა პირი - გ.ჯ.-ს პირადი დაცვის თანამშრომელი, რომელიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ დაგეგმილ მკვლელობას სისრულეში მოიყვანდა.
ასევე დგინდება, რომ გ.ჯ.-მ და გ.კ.-მ მართლსაწინააღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი საბოლოოდ, გ.მ.-სა და დ.მ-ს მეშვეობით გ.უ.-ს გადაეცა ხსენებული მკვლელობის განხორციელების მიზნით.
გ.უ.-მ მიმდინარე წლის 14 აგვისტოს, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ლ.ჯ. მოკლა, ხოლო მის თანმხლებ პირს მიაყენა სხეულის დაზიანება.
საქმეზე ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის მ.ბ., რომელმაც ცრუ ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას და დაფარა დანაშაული. ამოღებული და გაშიფრულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძებიდან ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. როგორც მოგეხსენებათ, სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული გ.უ. მომხდარიდან მალევე დააკავეს, ასევე, დაკავებულია პირი ვის სახელზე წარსულში რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდანაც განხორციელდა მკვლელობა.
მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე, 236-ე, 375-ე და 370-ე მუხლებით. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების (მათი არსებობის შემთხვევაში) პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
1755012420
საზოგადოებამიხეილ ყაველაშვილი რეჯეფ თაიფ ერდოღანს: კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ თამაშს
„კარგი იქნება თუ 4 სექტემბერს გვეწვევით საქართველო-თურქეთის მატჩზე და ერთად გვექნება შესაძლებლობა ვუყუროთ [თამაშს]“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის პრეზ...
1755011103
საზოგადოებასაქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს
საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 72-ე სხდომაზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრეს...
1755007002
საზოგადოებანინო წილოსანი: სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან
„სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, რადიკალურმა ლიბერალიზმმა იმდენად აგრესიული ფორმები მიიღო, რომ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო ინტერესებთან. იმის ნაცვლად, რომ ლიბერალიზმი თავისუფლებას...
1755006028
საზოგადოებაგარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის...
1755004257
საზოგადოებალარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6942 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6948 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...