შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შედის

„ლეიბორისტულმა პარტიამ“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. 

„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. დღეს ეს იყო ერთადერთი სწორი სტრატეგია, რათა ჩვენ დავიწყოთ რეჟიმის ჩამოშლა, გავაგრძელოთ, გავაძლიეროთ მათ შორის საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით. მას შემდეგ, რაც საყოველთაო ბოიკოტი ბოლომდე ვერ შედგა და არ გამოვიდა, მას შემდეგ, რაც სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოითხოვა „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში დაბრუნება, ჩვენ ვალდებული ვართ, გავითვალისწინოთ ეს რეალიები, აღნიშნული მოთხოვნები, ხალხის, ქვეყნის საჭიროება, ტკივილი, რომელიც ჩვენს საზოგადოებაშია იმ დაგროვილი პრობლემებით, რომელთა გადაწყვეტაც სწორედ პარლამენტიდან უნდა ხდებოდეს. მზად ვართ, შევეჭიდოთ ამ ფონს, რასაც ჰქვია ანტისახალხო კოალიცია თანამედროვე საპარლამენტო უმრავლესობის სახით. თუნდაც ერთი ვიყოთ, თუნდაც მარტო ვიყოთ, ისტორიის კანონებით, ერთსა და უმცირესობას შეუძლია სამყაროს შეცვლა და ჩვენ როგორ ვერ უნდა შევძლოთ, როცა ამდენი ვართ რეალურად გარეთ, იმ ლამაზი ქვეყნის ფეხზე დაყენება და წინ გატყორცნა, რომელიც აქამდეც იმსახურებდა აღნიშნულს, რომ არა მთელი ეს კასკადი დანაშაულებრივი პოლიტიკისა. ამ პოლიტიკის მსხვერპლი  არამარტო დღევანდელობაა, არამედ რომ არ დაბადებულან, ისინიც კი გახდებიან. ამათგან დაქცეული ქვეყანა, ამათგან აღებული მილიარდიანი საგარეო ვალები იმ ჯერ არდაბადებულების გადასახდელი იქნება. იმისთვის, რომ დამთავრდეს ჟამიანობა, დაჩქარდეს რეჟიმის შეცვლა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხმა იმ პარლამენტში შეიძლება, გამოდგეს ერთ-ერთი გადამწყვეტი. ამისთვის მე მზად ვარ, პარტია მზადაა, გავაკეთოთ ყველაფერი და თავი არ დავზოგოთ“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი საკანონმდებლო ორგანოში სავარაუდოდ სამშაბათის პლენარულ სხდომაზე მივა. სწორედ მომავალ სასესიო კვირაში უნდა უყაროს პარლამენტმა კენჭი რამდენიმე დეპუტატისთვის, მათ შორის შალვა ნათელაშვილისთვის მანდატის შეწყვეტას. საკითხზე უკვე იმსჯელა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა და მიიჩნია, რომ ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵„თქვენო ღირსებავ… დღემდე თვალებიდან არ ამომდის ატირებული მოსამართლე“ – ნათია მეზვრიშვილი გარდაცვლილ მოსამართლეს ემშვიდობება

🔵გახარია და მისი პოლიტიკური ძალა პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობის“ დანაყოფად იქცა - თეა წულუკიანი

🔵ყვარელში, ხანძარმა 80 წლის კაცი იმსხვერპლა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773918987

საზოგადოება

რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები 21 და 22 მარტს მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები ყველა მიმართულებით უფასო იქნება. ინფორმაცია...

რუსთავი-თბილისის მარშრუტ

1773918236

საზოგადოება

უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა

უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი ს...

ილია მეორე

1773916645

საზოგადოება

აშშ-ის საელჩო: 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ

აშშ-ის საელჩო საქართველოში ინფორმაციას ავრცელებს, თუ როგორ მოქმედებს სავიზო დეპორტის პროგრამა. „2026 წლის 2 აპრილიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, დაეკისრება...

საზოგადოება

1773914958

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...

სამების ტაძარი

1773913580

ახალი ამბები

ჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება

„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...

ლევან ჟორჟოლიანი