უზენაესი სასამართლო: უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით გაგვაერთიანა
უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე, - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს სამძიმრის წერილში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ პატრიარქის მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მომავალი თაობებისთვის მარად სამაგალითო დარჩება.
„უდიდესი დანაკარგის მომსწრეა ჩვენი სამშობლო! სიტყვებიც კი უძლურია იმ დიდი ტკივილისა და მწუხარების წინაშე, რომელსაც სრულიად საქართველო და თითოეული მისი შვილი განიცდის. დაგვტოვა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ილია მეორემ.
ფასდაუდებელია კათოლიკოს-პატრიარქის ღვაწლი და ამაგი ჩვენი სამშობლოსა და ერის წინაშე. ის იყო ეპოქალური ადამიანი, საქართველოს დიდი სულიერი წინამძღოლი, მისი მეოხი და მისთვის დამაშვრალი ლოცვითა და უდიდესი საქვეყნო მნიშვნელობის საქმეებით, თანამედროვე მართლმადიდებლური სამყაროს გამორჩეული მანათობელი და დიდი სულიერი ძალა.
ჩვენმა უწმინდესმა მთელი სიცოცხლე დაუღალავად მიუძღვნა სულიერი ტაძრის მშენებლობას, რითაც თითოეული ჩვენგანი გაგვაერთიანა მტკიცე რწმენითა და უანგარო სიყვარულით ღვთისა და სამშობლოს წინაშე. მისი მოღვაწეობა გამორჩეულ ადგილს დაიმკვიდრებს საქართველოს ისტორიაში და მარად დარჩება მომავალი თაობებისთვის სამაგალითო და შთამაგონებელი.
რთული იქნება მის გარეშე ამ გამოწვევებით სავსე სამყაროში გზის გაგრძელება, თუმცა, გვწამს და ნუგეშს გვაძლევს, რომ ამიერიდან გვყავს ზეციური მფარველი, დაუცხრომელი მლოცველი და მეოხი უფლის წინაშე, რომელიც კვლავაც ილოცებს ჩვენი ერისთვის ღვთაებრივი სასუფევლიდან.
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი ჩვენს დიდ სულიერ მამას, საქართველოს უდიდეს მეოხს უფლის წინაშე და ამიერიდან მის ზეციურ მფარველს“, - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.
1773914958
ახალი ამბებიშინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვ...
1773913580
ახალი ამბებიჟორჟოლიანი: თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, დაინიშნება დამატებითი მარშრუტები რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით, რათა ჩვენს მოქალაქეებს გავუადვილოთ პატრიარქისთვის პატივის მიგება
„პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილი სახელმწიფო კომისიის გადაწყვეტილებით, თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი 21-22 მარტს იქნება უფასო, რათა ჩვენს მოქალაქეებს გა...
1773911789
საზოგადოებასაქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ილია II-ის გარდაცვალების გამო და აუქმებს „კლოჟა სარე სალეს“ საზეიმო ცერემონიას
საქართველოს იეზიდთა სასულიერო საბჭო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, - ამის თაობაზე ვკითხულობთ იეზიდთა სა...
1773911561
ახალი ამბებიკვიპროსის ეკლესია პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოს ეკლესიას, სასულიერო პირებსა და ხალხს სამძიმარს უცხადებს
კვიპროსის ეკლესია ღრმა მწუხარებით იზიარებს დაძმობილებული საქართველოს ეკლესიის ტკივილს მისი უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმინდესობის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, -...
1773909987
ახალი ამბებიდეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია
საქართველო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემშვიდობება. სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო პანაშვიდი გრძელდება. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ტაძარი ღი...



























