შალვა პაპუაშვილი: დროებითი საგამოძიებო კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე

ეს კომისია თავის დასკვნას და ანალიზს დადებს. ყველას დავულაგებთ ფაქტებს - ევროპარლამენტსაც, ევროკომისიასაც და სხვებს, ვინც სააკაშვილს მფარველობდნენ, თუ რასთან გვქონდა საქმე, როგორ ხუჭავდნენ თვალებს დიქტატორზე, მწამებელზე, რეკეტიორზე და დღეს საერთოდ როგორ ბედავენ და ესარჩლებიან ასეთი კრიმინალის ჩამდენ ადამიანს, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაზე საუბრისას.

მედიის კითხვებზე პასუხის გაცემის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმს საგარეო მხარდაჭერა ჰქონდა.

„აი, ეს იყო ის რეჟიმი, რომელიც ჩახუტებული ჰყავდა ევროკავშირსაც. შეგახსენებთ, ამ რეჟიმის ელიტის წარმომადგენლებს მისცა უვიზო მიმოსვლა 2010 წელს - რეჟიმს, რომელიც აწამებდა ხალხს ციხეებში, ბიზნესს არეკეტებდა, ხოლო ქართველი ხალხი დაგვტოვა სავიზო რეჟიმში და მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ის, რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვისაც უვიზო რეჟიმი.

100 ტრაგედია მოისმინეთ და ამ 100 ტრაგედიას ალბათ ერთ ყურში უშვებენ, მეორიდან გამოუშვებენ დღესაც.

შეგახსენებთ, ზუსტად იმ დროს, გორბაჩოვის თანამებრძოლი ქალბატონი იუკნევიჩიანე იყო ლიეტუვის მთავრობის წევრი, ხოლო მთავრობის ხელმძღვანელი იყო ბატონი კუბილიუსი. გახსოვთ მაშინ ქალბატონი რასას, ან მისი პრემიერ-მინისტრის რომელიმე განცხადება, რომ წამება, მედიის მიტაცება დაეგმო საქართველოში? იმ ხალხის წახალისებული და იმ ხალხის შემოქმედება იყო მიხეილ სააკაშვილი. ამიტომ, ახლა ეს კომისია ეხება მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მფარველებს. სინამდვილეში, მათაც ვახედეთ სარკეში, როგორი დიქტატორული რეჟიმი შეგვიქმნეს 21-ე საუკუნეში ქართველ ხალხს ევროპელებმა და მათ შორის ზოგიერთმა ამერიკელმა, რომლებიც დღემდე მიხეილ სააკაშვილის მფარველები არიან და დღემდე აწვალებენ ქვეყანას სააკაშვილის ხსენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1748542620

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით

ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...

ირაკლი კობახიძე

1748541689

ახალი ამბები

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...

პოლიტიკოსი ნიკა მელია

1748540111

მსოფლიო

იანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ

უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...

იანოშ ბოკა

1748538627

ახალი ამბები

ანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ

„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....

ანრი ოხანაშვილი

1748535182

ახალი ამბები

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე

„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...

პრემიერი: ბიძინა ივანიშვილი