შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამახალისებლად

მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული თავდასხმები, რაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ხორციელდება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესმდივანი კონცენტრირდეს იმაზე, რომ ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამხალისებლად.
„რაც შეეხება ზოგადად ევროპულ სტრუქტურებს და ამ ორკესტრირებულ მოქმედებას, ჩვენ შეგახსენებთ, რომ ამერიკაში მოქმედი უცხოური აგენტების რეესტრის წყალობით ჩვენ გავიგეთ რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ თურმე ევროპარლამენტის რეზოლუციებს. შეგახსენებთ, რომ ეს რეზოლუციები, რომელიც მიიღებოდა, აღმოვაჩინეთ, რომ დაწერილი ყოფილა ამერიკელი ლობისტების მიერ. არ ვიცი ახლა მე ევროკომისიის პრესმდივანს ვინ უწერს განცხადებას, თუმცა მე მგონი მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ დღეს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში დეზინფორმაციის, ძალადობრივი ჯგუფების თუ პროპაგანდის, რომელიც USAID-ის და სხვა არხებით ხორციელდებოდა, ამის შემდეგ ზუსტად ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენის და ძალადობის წამახალისებლად. ამიტომ ევროკომისიის პრესმდივანი თუკი თავს კომპეტენტურად მიიჩნევს საქართველოს საკითხზე სასაუბროდ, იქნებ გვიპასუხოს - აპირებენ თუ არა გადახედონ ისეთ დაფინანსებებს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, რომლითაც ფინანსდებიან პოლიტიკურ პარტიები (და ეს დადასტურებულია) რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები, ფინანსდება დეზინფორმაციული საშუალებები და ფინანსდება ანტიქართული პროპაგანდა. ამიტომ ამაზე გაგვცენ პასუხი, თუკი მაინც და მაინც საუბარი სურთ საქართველოსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
1746699346
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ოპოზიცია პოლიტიკურ სანაგვეზეა, ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვთ
მმართველი გუნდის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის ადგილი პოლიტიკურ არენაზე არ არის. მისი თქმით, ოპოზიციას ნულოვანი რეიტინგი და მხარდაჭერა აქვს. „ოპოზიცია უკვე აღიარებს, რო...
1746697230
საზოგადოებაქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აპრილის თვის მგზავრთნაკადის ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა
გასულ თვეში, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, აპრილის თვის ისტორიაში ყველაზე მეტ, 145 137 მგზავრს მოემსახურა. გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის რე...
1746696134
სპორტიხვიჩა კვარაცხელია: ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემთვის ფინალში თამაში ოცნება იყო
„პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ „არსენალთან“ მატჩისა (2:1) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, ძალიან ბედნიერია, რადგან ეს მისთვის ოცნე...
1746695731
ახალი ამბებითბილისში ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა
თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტ...
1746692866
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე
მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონა...