შალვა პაპუაშვილი: ესტონეთის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქართველმა ხალხმა უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერია და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე

 მთელი ტრაგიზმი იმაშია, რომ ოქტომბრის არჩევნების წინ ოპოზიცია და მათი ამომრჩევლების ნაწილიც, უცხოელებმა დაარწმუნეს, რომ ისინი ჩაერთვებიან არჩევნებში, იქნებიან ქართული ოცნების წინააღმდეგ კამპანიის მონაწილენი და მისცეს მათ პირობა, რომ გაამარჯვებინებენ და დააბრუნებენ ხელისუფლებაში ნაციონალურ მოძრაობას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები მართლაც, პირდაპირ ჩაერთვნენ საარჩევნო პროცესში, თუმცა ქართველმა ხალხმა ისინი დაამარცხა.

„ამის გამო ზოგიერთმა ელჩმა დაივიწყა (ვენის კონვენციას რომ არაფრად თვლიან, ეს უკვე ვნახეთ) პროფესიული ეთიკა და ჩაერთო პირდაპირ არჩევნებში. ასეთი დიპლომატები და ელჩები ხან ბანერს გვიკომენტარებდნენ, ხან საარჩევნო კამპანიის თემებზე თავის აზრს გამოთქვამდნენ და პირდაპირ უხეშად ერეოდნენ შიდა საქმეებში და ოპოზიცია მაინც დამარცხდა. შესაბამისად ეს ყალბი იმედები რომ შეუქმნა უცხოელების ამ ჯგუფმა, ახლა ვდგავართ პირდაპირ ამ მოცემულობის წინაშე - თავად ზოგიერთი ელჩი დამარცხდა ამ არჩევნებში, ზოგიერთ უცხოელი პოლიტიკოსი დამარცხდა, ზოგიერთ უცხოელი საგარეო საქმეთა მინისტრი დამარცხდა ამ არჩევნებში. ახლა გვაქვს ვენდეტა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილე იყო არჩევნების ქართული ოცნების წინააღმდეგ და ქართველმა ხალხმა ის დაამარცხა. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლიტვის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მათი დასალაგებელი ამ ქვეყანაში არაფერი არ არის და ქართველი ხალხი წყვეტს საკუთარი ბედს. ახლა ეს ხალხი გაბრაზებულია და არის ვენდეტა ქართველ ხალხზე.

პირდაპირ მოვისმინეთ რასა იუკნევიჩიანესგან რომ ქართველი ხალხია დამნაშავე, მოვისმინეთ პირდაპირ მისგან ბოლო განცხადება, რომელიც უკვე ძალიან ფაშისტურ ტონებს შეიცავს და მოვუწოდებ, რომ გაჩერდეს იმ ადგილზე სადაც არის, ვინაიდან შემდეგი ნაბიჯი უკვე ღიად ფაშისტური განცხადებები იქნება როგორც ვატყობ, ისეთი ტემპით მიდის მისი განცხადებები. „ფორმულას“ ჟურნალისტმა ეს კითხვა დასვა - კი მაგრამ, უცხოელები რომ გეუბნებიან, ხომ უნდა დაუჯერეთო? - ანუ არიან პარტიები, ენჯეოები, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო უნდა იმართოს ზოგიერთი დიპლომატის, უცხოელი პოლიტიკოსის მითითებების შესაბამისად. გეტყვიან - ეს კანონი მიიღე - უნდა მიიღო, დადგე ცალ ფეხზე. გეტყვიან: ეს კანონი არ მიიღო, რომელიც ქართველ ხალხს უნდა, მაგალითად ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებით, - უნდა დადგე ცალ ფეხზე და არ მიიღო. ანუ ოპოზიცია, რომელიც ცალ ფეხზე დგას და ამბობს, რომ ასე გააგრძელებს, ამის საპირწონედ სთავაზობს თავის ამომრჩეველს, რომ ჩამოვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და შეაქებს. მთელი ბენეფიტი რასაც ის სთავაზობს თავის ამომრჩეველს, არის ის, რომ მოდი ყველა დავდგეთ ცალ ფეხზე, რომ ესტონეთი საგარეო საქმეთა მინისტრმა, ან რომელიმე ჩინოვნიკმა ბრიუსელიდან შეგვაქოს. რა თქმა უნდა ამ არჩევანში ქართველ ხალხი ყოველთვის გააკეთებს სწორ არჩევანს ქართული ოცნების სასარგებლოდ“, - აცხადებს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1746695731

ახალი ამბები

თბილისში ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

თბილისში, ამირეჯიბის გზატკეცილზე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. „შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტ...

პოლიციაპოლიცია

1746691836

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია ევროკომისიის პრესსპიკერი კონცენტრირდეს იმაზე, რომ რაც აშშ-მა შეწყვიტა მავნე დაფინანსებები სხვა ქვეყნებში, ევროკავშირის ბიუჯეტი იქცა პროპაგანდის, სიძულვილის ენისა და ძალადობის წამახალისებლად

 მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა. მინდა ამიტომ კომისიის სამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ხელის გულზე დევს ის ორკესტრირებული...

პაპუაშვილჯ

1746691207

საზოგადოება

პაპუაშვილი: ძალიან ნათელია ორკესტრირებული თავდასხმები ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის სპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა

 „ხელის გულზე დევს, რომ მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის პრესსპიკერები გაჩუმდნენ, ლაპარაკი დაიწყო ევროკომისიის პრესსპიკერმა, ამიტომ, მინდა ევროკომისიის პრესსამსახურს ვუთხრა, რომ უკვე ძალიან ნათ...

შალვა პაპუაშვილ

1746691124

საზოგადოება

ლევან მოსეშვილი: 2025 წლის პირველი ოთხი თვე საქართველოს აეროპორტებისთვის ისტორიულად რეკორდული იყო

 საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები იანვარ-აპრილში ისტორიულად ყველაზე მეტ მგზავრს მოემსახურა. აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის განცხადებით, 2025 წლის ოთხ თვეში ისტორიული მაქსიმუმი - 2...

ლევან მოსეშვილი

1746689938

საზოგადოება

ნინო წილოსანი: ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც არაერთხელ დამდგარა ჩვენ წინაშე

 „ირაკლი კობახიძე არის უპირობო ლიდერი, მას აქვს საუკეთესო გამოცდილება, „ქართული ოცნება“ წაიყვანოს მოგების გზით და უხელმძღვანელოს იმ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკური პროცესებს, რომლებიც მთელი ამ პერიოდის მან...

ნინო წილოსანი