შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა

მნიშვნელოვანია, რომ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკორექტირა პრემიერ-მინისტრის ნათქვამი და დაადასტურა, რომ ლგბტ ქორწინების საკითხი წევრობის ფორმალური კრიტერიუმების მიღმაა, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი შვედეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრის განმარტებას, რომ „ევროკავშირის კანონმდებლობა არ მოითხოვს წევრი სახელმწიფოებისგან ან კანდიდატი ქვეყნებისგან, რომ თავიანთ კანონმდებლობაში ლგბტ ქორწინების ცნება მიიღონ“.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ეს განმარტება ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებების“ შესახებ კანონი შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.
„ეს განმარტება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის“ შესახებ კანონი, რომელსაც ყველაზე დიდი სახალხო მხარდაჭერა აქვს, შეესაბამება ევროპული ინტეგრაციის საერთო პრინციპებს.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებული პრინციპები, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, დარჩეს ჩვენი ურთიერთობის საფუძვლად და არ მოხდეს ცალკეული ქვეყნების, პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატიის მიერ მათი თვითნებური ინტერპრეტაცია და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე ხელოვნური დაბრკოლებების შექმნა.საქართველო ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და აუცილებელია, რომ ჩვენი ეროვნული ღირებულებებისა და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის პრინციპულად დავიცვათ ჩვენი ხალხის უფლებები“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
1754476899
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა - იცავენ კიდევ დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი დიპლომატების მიმართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოწოდებას გამოეხმაურა. მათიკაშვილმა ამას...
1754476039
საზოგადოებაბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა შეუფარდა
მზია ამარლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. განაჩენი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და მზია ამაღლობელი დამნაშავედ ცნო 353-ე მუ...
1754475268
საზოგადოებააღსრულების ეროვნული ბიურო: ყადაღა ვრცელდება „ლელო საქართველოს“ არა მთლიანად ანგარიშებზე არსებულ თანხებზე, არამედ მხოლოდ სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ თანხაზე, რაც არ აღემატება 1500 ლარს
აღსრულების ეროვნული ბიურო „ლელო საქართველოს“ მიმართ იძულებითი სააღსრულებო წარმოების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ „ლელო საქართველოს“ მი...
1754474957
საზოგადოებარევაზ სოხაძე: შიდა ქართლში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ
შიდა ქართლის რეგიონში მოვინახულეთ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის, საოკუპაციო ხაზთან ახლოს სოფელ დვანში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი. ჩვენ მაქსმიმალურად დიდ ყურადღებას მივაქცევთ ამ რეგ...
1754474745
საზოგადოებასაოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა
მიმდინარე წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისათვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ცენტრალურმა...