პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულთა შორის არის ბელარუსის მოქალაქე.

„დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებული არიან: 1998 წელს დაბადებული თ.ე., 2007 წელს დაბადებული, ბელარუსის მოქალაქე გ.ა. და წარსულში ნასამართლევი კიდევ ორი პირი - 2003 წელს დაბადებული თ.ჭ. და 1984 წელს დაბადებული კ.თ.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან, სარეალიზაციოდ განთავსებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „ამფეტამინი“და „მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე ტერცია,18-260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1751895415

საზოგადოება

გიორგი ვოლსკი: „შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“

„შავი ფული“ და საერთოდ, ამ „შავი ფულის“ ტრიალი არც „ლელოსთვის“ არის უცხო და არც „ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგი...

გიორგი ვოლსკი

1751895363

საზოგადოება

ირმა ჭკადუა: გიორგი რამიშვილისგან ამოიღეს კანონიერად შეძენილი, შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ პროცესებს

ბატონი გიორგისგან ამოღებული იქნა კანონიერად შეძენილი შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღი. ეს არ იყო უკანონოდ შეძენილი იარაღი. ბატონმა გიორგიმ ცალსახად თქვა, რომ ეს ექსცესი არ უკავშირდება რაიმე სახი...

ირმა ჭკადუა

1751893769

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7180 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი, ვალუტა

1751893070

საზოგადოება

საგამოძიებო სამსახურის უფროსმა მოადგილეები წარადგინა

დღეს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - მიხეილ მაღლაკელიძემ უწყების თანამშრომლებს სამსახურის უფროსის მოადგილეები - გაგა კირკიტაძე და ია ახალაია წარუდგინა. ინფორმაციას ა...

საგამოძიებო სამსახური

1751891507

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი წალენჯიხის მერიის განცხადებაზე: ამბობენ, თითქოს პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან და ამ დროს თავად იღებენ ყველა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მათივე სუბიექტური პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის მიმართ წალენჯიხის მერიის მოწოდებას მედიასთან ეხმიანება. მისი განმარტებით, წალენჯიხის მერიის განცხადება გასაკვირი არაა, რადგან ეს...

გურამ მაჭარაშვილი