შალვა პაპუაშვილი: ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ რუსეთს სანქციები დაუწესეთ და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები

 ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. ჟურნალისტმა მას კითხა - თქვენსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრაზე იყო თუ არა ომში ჩართვაზე საუბარი, ვინაიდან კონკრეტული მედიასაშუალებები თუ პირები აპელირებენ იმაზე, რომ თქვენ მოგიწიათ აღიარება, რომ საქართველომ მოიტყუა, ვინაიდან მათი თქმით, ამ შეხვედრაზე ომში ჩართვისკენ მოწოდება არ ყოფილა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას არაერთ ევროპელ ლიდერთან ჰქონია ამ საკითხზე საუბარი და ასევე ესაუბრა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო’ ბრაიენსაც.

„ყველას ვურჩევ, ვისაც თავის დაბრმავება და სპეკულაციები თუ უნდა, უყუროს ქართულ ფილმს „რეკორდი“, სადაც დურუ ხუნჭუას ეუბნებიან შეაგინოს მდინარის მეორე პირას მყოფ ადამიანს, იმისთვის რომ მან ქვა ესროლოს. ეს უცხოეთის მაამებელი პროპაგანდისტები ამბობენ, რომ ადამიანს, რომ უთხრა, რომ წადი, ვიღაცას შეაგინე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩხუბში ითრევ ვიღაცასთან? აბა რას ნიშნავს, რომ ეუბნები ვიღაცას, რომ წადი ესკალაციაზე თან იმ ქვეყანასთან, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი ომი დაიწყო ევროპის კონტინენტზე და რომელსაც თბილისიდან 30 კილომეტრში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტანკები უყენია. ვინმეს თუ ჰგონია, რომ კელი დეგნანი მიამიტურად ამბობდა, რომ სანქციები დაუწესეთ [რუსეთს] და ვერ ხვდებოდა რას ნიშნავდა ეს, ან თავად არიან გულუბრყვილოები, ან ჩვენ ვგონივართ შტერები, რომ ამას დავიჯერებდით. ეს არაერთხელ მაქვს ნათქვამი არამხოლოდ მისთვის, ზოგიერთი ევროპელისთვისაც, როდესაც ეს მოწოდებები ისმოდა. გახსოვთ ქსენოფობიური ანტირუსული კამპანია, რომელშიც ზოგიერთი ელჩი პირდაპირ იყო ჩართული. 29 დეკემბერს, 2 თვით ადრე ამირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარედ და ჩემთან რა საუბარიც ჰქონდა ეს ერთია და სხვაგან რა საუბარიც ჰქონდა, იკითხონ და კიდევ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ. მე ეს ვუთხარი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ო’ ბრაიენს, ვუთხარი ესაა სტრატეგიული პარტნიორის ქცევა, ამას რომ მოგვიწოდებდა თქვენი ელჩი გაგანია ომის დროს? ამაზე მითხრა, რომ კი, შეიძლება იმ დროს შეგვეშალა ცოტა, რომ ზედმეტი მოვითხოვეთო, რაზედაც ვუპასუხე, - თქვენ რომ შეგეშალათ და ჩვენ რომ დაგვეჯერებინა, დღეს ვისი ტანკი იდგებოდა აქ და ამ ქვეყნისგან რა იქნებოდა დარჩენილი კაციშვილმა არ იცის და ვინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას? დაინგრეოდა ჩვენი ქვეყანა და ვხედავთ, გუშინ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და თქვა, რომ ალბათ რეფერენდუმი მოუწევთ, რომ გადაწყვიტონ ტერიტორიებზე უარი თქვან თუ არაო. ასეთ მდგომარეობაში ჩააყენეს უკრაინელი ხალხი, პასუხისმგებლობას კაციშვილი არავინ იღებს. ევროკავშირის მოსახლეობა არის 500 მილიონზე მეტი, რუსეთის მოსახლეობა არის 140 მილიონი, მათი ეკონომიკა რუსეთზე 10-ჯერ მეტია და დგანან და ამერიკის გარეშე ვერაფერს ვიზამთო. მანამდე რომ ეუბნებოდნენ უკრაინელებს ბოლომდე თქვენთან ვართო, სად არის ეს ბოლომდე? გვახსოვს უკრაინა და რუსეთი გარკვეულ სამშვიდობო პირობებზე და არახამიამ, უკრაინელმა დეპუტატმა თქვა საჯაროდ, რომ ჩავიდა ბორის ჯონსონი ევროპელების და ამერიკული ადმინისტრაციის სახელით და სამშვიდობო შეთანხმება გადაათქმევინა. იმის შემდეგ 3 წელი ომობენ და ომობენ. ამასობაში ასობით ათასი უკრაინელი დაიღუპა ომში. ასე მიგვატოვებდნენ და ჩვენვე დაგვაბრალებდნენ. აჟიტირებული ადამიანები აჰყვებოდნენ ყველაფერში, ამ ქვეყანას დაანგრევდნენ და მერე ყველა ხელებს დაიბანდა, სიმღერას მოგვიწოდებდნენ, ჩვენ დროშას ააფრიალებდნენ, ცრემლს ჩამოაღვენთებდნენ თეატრალურად და ეს ქვეყანა ისევ ჩვენი აღსადგენი იქნებოდა. ვისაც ჩვენ გულუბრყვილოები ვეგონეთ და ეგონათ ამ საყოველთაო ყიჟინას ავყვებოდით, ზუსტად ამაში გამოიჩინა სიბრძნე ქართველმა ხალხმა და ხელისუფლება ქართველ ხალხს ვეყრდნობოდით და არა იმ მრუდე ქართველებს. ის ხალხი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას, 2022 წელსაც იქ იდგა და ამბობდა, რომ სანქციები დააწესეთ, თვითმფრინავით გაუშვით მეომრები უკრაინაში. ქართველმა ხალხმა საკუთარი ეროვნული ინტერესები არავისზე ქვემოთ რომ არ დააყენა, ამიტომ არის ზოგიერთი გაბრაზებული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765514838

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება - ირაკლი კობახიძე დღეს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქმენეთში გრძელდება. მთავრობის მეთაური მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტე...

ირაკლი კობახიძე

1765486791

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია BBC-ის ფილმზე: ალბათ ამას სერიოზულად აღიქვამს ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე

„თუ კიდევ დარჩა ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამას სერიოზულად აღიქვამს არ ვიცი, ალბათ ის სამასკაციანი ჯგუფი, რომელიც გასაბერი ქათმებით დარბის რუსთაველზე, ალბათ ფიშერს გერმანიის ელჩს სჯერა“, - განაცხადა გად...

ირაკლი კირცხალია

1765485539

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშზე: რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან

„რამდენიმე სიტყვიანი ანეკდოტია ეს ნიუსი. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამ თემაზე, არასერიოზულია ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ გადაცემაშ...

ირაკლი კირცხალია

1765484923

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ

„რომელ აშშ-ს ჩარევაზე საუბრობენ, ჩარევა არის რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის სხვადასხვა წევრი სახელმწიფოებიდან მაღალი თანამდებობის პირები ანტისამთავრობო მიტინგებზე რომ გვედგნენ, ჩარევა არის ევროკავში...

ირაკლი კირცხალია

1765483408

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიიღება თუ არა პარლამენტის მიერ რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ

„მიიღება თუ არა [პარლამენტის მიერ] რაიმე კანონი, ლომჯარია-გიგაურები, ამ 300-კაციანი ჯგუფის ასმეთაურები სხდებიან თავიანთ გარე პატრონებთან ერთად და მსჯელობენ, რა ქმედება დაუპირისპირონ ამა თუ იმ კანონს....

ირაკლი კირცხალია