შალვა პერანიძე: დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, კახა კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს

„მოგესალმებით ჩემო დიდ დიღმელებო, ვაშლიჯვრელებო, სოფელ დიღმელებო. ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, ვიყო საბურთალოს მეოთხე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი და თქვენი წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში!“, - წერს სოციალურ ქსელში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა პერანიძე.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს შესაძლებლობისთვის, ვემსახურო ჩემს რაიონს და უბანს. მადლობა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტატს ავთანდილ ცინცაძეს, მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის!

ქალაქ თბილისის მერიას და საბურთალოს რაიონის გამგეობას, მის ყველა თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის.

გასული წლების განმავლობაში, ჩვენს ოლქში უამრავი პრობლემური საკითხი გადაწყდა. მოეწყო არაერთი რეკრეაციული სივრცე, განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები!

აუცილებლად უნდა გამოვყო დიდი დიღმის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც ჩვენი უბნის ყველა თაობის წარმომადგენლისთვის კომფორტული და მრავალფუნქციური სპორტული სივრცეა.

მე როგორც ამ უბნის მცხოვრებმა, ვიცი ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლის მოგვარებაც პრიორიტეტული იქნება ჩვენი გუნდისთვის.

მჯერა, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ჩემი გუნდის და თქვენი მხარდაჭერით, საბურთალოს მეოთხე ოლქის მცხოვრებლებისთვის ბევრ მნიშვნელოვან და სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ!

მშვიდობა საქართველოს! მეტი სიკეთე თბილისს“, - წერს პერანიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1771094595

საზოგადოება

პრემიერი: ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, თუ აცხადებთ, რომ კონკრეტული მიმართულებით, საჭიროა არა 5-ის, არამედ 20-ის მიღება, მზად ვართ

ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში რაოდენობები გადაგვენაწილებინა სწორედ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ საქართველოს პრემიერ-...

ირაკლი კობახიძე

1771094391

საზოგადოება

პრემიერი: შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას - თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული

თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „...

ირაკლი კობახიძე /

1771094339

საზოგადოება

პრემიერი: ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას

ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რა თქმა უნდა, არ არის გეოგრაფიული საკითხი, თბილისში სწავლობს სტუდენტების 85 %, რაც არის გამოწვევა ქვეყნისთვის, ეს ხელს უშლის ჩვენი რეგიონების თანაბარ სოციალურ-ე...

ირაკლი კობახიძე

1771093739

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას

საკადრო შიმშილია ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ გამოშვების მაჩვენებელი დაბალი არ არის, აქედან ჩანს, რამდენად გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ჩვენთან განათლების სისტემას, - განაცხადა საქართველოს...

ირაკლი კობახიძე

1771092259

საზოგადოება

მარიამ ჭანტურია ევროპის ღია პირველობის ბრინჯაოს პრიზიორია

ლიუბლიანაში ევროპის ღია პირველობა მიმდინარეობს. ტურნირზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მარიამ ჭანტურიამ (-78 კგ). ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მან ბელგიელი ვიკი ვერხერი დაამარცხა. მანამდე მან ესპანელ, მონ...

მარიამ ჭანტურია