არჩილ ნიჟარაძე: ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა მხვდა წილად - ვიყო თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდ მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის

„დიდ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი არჩილ ნიჟარაძე, რომელიც კოსტავას, ბახტრიონის, დოლიძისა და ხილიანის ქუჩების წარმომადგენელი იქნება.

„მოგესალმებით, ჩემო საბურთალოელებო. ძალიან დიდი პატივი და ამასთანავე, დიდი პასუხისმგებლობა მხვდა წილად - ვიყო თბილისის საკრებულოს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. თქვენი გვერდში დგომით, დარწმუნებული ვარ, ყველაფერს თავს გავართმევ და სათანადოდ მოვემსახურები ჩემს უსაყვარლეს ქალაქს, ჩემს უბანს - საბურთალოს, სადაც დავიბადე და გავიზარდე, სადაც თითოეული ქუჩა და ადამიანი ჩემთვის უძვირფასესია.

დიდ მადლობას ვუხდი თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს და მთელ პოლიტიკურ გუნდს ნდობისთვის.

მჯერა, რომ ერთად დგომით ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ.

წარმატებას ვუსურვებ მმართველი გუნდის ყველა კანდიდატს!

მშვიდობა საქართველოს, მეტი სიკეთე თბილისს და მეტი განვითარება საბურთალოს!“, - წერს არჩილ ნიჟარაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786348411

ახალი ამბები

პოლიციამ თბილისში 40 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ორი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციი...

40 შეკვრა

1786346456

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „სუხიშვილები“, ნიკოლოზ რაჭველი, პაატა ბურჭულაძე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უარს არ ამბობდნენ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილს ორმაგ სტანდარტებსა და პოზიციების ალოგ...

ირაკლი კირცხალია

1786345454

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: პროფესიის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება, ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ე.წ. კულტურის მოღვაწეების ვრცელი სიაა, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას არ ერიდებოდნენ

არც „ნაცმოძრაობა“ და მათი მოკავშირეები, არც „ენჯეოები“ და არც სამოქალაქო აქტივიზმს, თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დამოუკიდებლები, ისინი არ...

ირაკლი კირცხალია

1786344809

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“, მასთან აფილირებული და სხვადასხვა დროს გარიგებული პოლიტიკური ძალების და ასევე მდიდარი ქართული „ენჯეოებისთვის“ რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად საკმარისი არ აღმოჩნდა 2008 წლის ომი

უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ სხვადასხვა პარტიებსა და „ენჯეოებში“ მიმოფანტული აგენტები დაირაზმნენ და რუსულ ოკუპაციასთან, რუს ტურისტებთან, რუსულ ფულთან და პროდუქციასთან, ერთი სიტყვით,...

ირაკლი კირცხალია

1786344347

ახალი ამბები

„ბრალდებულები თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ 7 800 აშშ დოლარსა და 4 450 ევროს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ“ - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცე...

პოლიცია