ზურაბ აბაშიძე: კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის
„კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის“,- წერს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე.
„ძვირფასო თანამოქალაქეებო, კვლავ მაქვს პატივი „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად, ვიბრძოლო იმ მანდატისთვის, რომელიც წლების წინ გადმოგვცა თბილისის მოსახლეობამ და მას კიდევ ერთხელ, მადლობა საქმით გადავუხადო მონიჭებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობა - ვიყო თბილისის საკრებულოში მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
განვლილი ოთხი წლის განმავლობაში, ჩვენმა გუნდმა უამრავი რამ გააკეთა მთაწმინდის რაიონში: მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 16 სკვერსა და დასასვენებელ სივრცეს, ავარიული შენობები გამაგრდა 14 მისამართზე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 471 პროექტი, სოციალური მიმართულებით ჯამში 45 087 ბენეფიციარს გაეწია დახმარება, ამ ადამიანებს დაუფინანსდათ მკურნალობა, მედიკამენტები, მათ მიიღეს სხვადასხვა სახის მიზნობრივი დახმარება, ქირით უზრუნველყოფილია 675 ოჯახი და ეს მხოლოდ ციფრები არ არის, ამ ციფრების მიღმა კონკრეტული ადამიანები და ოჯახები დგანან.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი, როგორც მაჟორიტარის, ყველა დაპირების შესასრულებლად მთაწმინდის რაიონის გამგეობის და მაჟორიტარის ბიუროს მხრიდან კვლავ, შესაძლებლობების მაქსიმუმი გაკეთდება.
ჩვენ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად, მთაწმინდის რაიონის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშეწყობის მიზნით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კვლავაც ვაპირებთ დავგეგმოთ და განვახორციელოთ ახალი პროექტები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს თბილისს და ამას მივაღწევთ მოსახლეობის აქტიური ჩართულობით“, - წერს აბაშიძე.
1778950990
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა
საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...
1778948952
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო
„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...
1778947452
ახალი ამბებიშუახევის ერთ-ერთ სოფელში, ხრამში კაცის ცხედარი იპოვეს
შუახევის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში კაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს. გარდაცვლილი კაცი დაახლოებით 35 წლამდე ასაკის იყო. მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები უცნობია. და...
1778945595
ახალი ამბებიმარიამ ლაშხმა პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხმა, ეროვნულ სასახლეში, პროექტის „მე, ოჯახი, სახელმწიფოს“ ფარგლებში გამართული ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღ...
1778944085
ახალი ამბებიდეკანოზი შალვა კეკელია: ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, ყველას მოვუწოდებ, ყველა ქართველი ერთად დავდგეთ ამ დღეს
„ხვალინდელი დღე ჩვენი ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი დღე. ვიცით, რომ მისმა უწმინდესობამ, პატრიარქმა ილია მეორემ დააწესა ეს დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე განსაკუთრებუ...































