შესაძლოა Facebook-მა და Instagram-მა, ევროპაში ფუნქციონირება შეწყვიტოს

Meta-ს პლატფორმები, Facebook-ი და Instagram-ი შესაძლოა მთელ ევროპაში დაიხუროს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია Meta ავრცელებს.

ევროპული კანონებით, რომლებიც მიზნად ისახავს მომხმარებლის კონფიდენციალურობის დაცვას, მომხმარებლების მონაცემები ევროკავშირის იურისდიქციაში უნდა ინახებოდეს. შესაბამისად, Meta-ს არ აქვს უფლება, რომ გადაიტანოს, შეინახოს და დაამუშაოს ევროპელების მონაცემები აშშ-ში დაფუძნებულ სერვერებზე.

იმის გამო, რომ Meta-მ ვერ მიაღწია მონაცემთა გაზიარების ახალ შეთანხმებას, მისი პლატფორმების ევროპაში მუშაობა საფრთხის ქვეშაა.

Meta იმედოვნებს, რომ ის მიმდინარე წელს ახალ შეთანხმების მიღწევას შეძლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მთელი ევროპის მასშტაბით სერვისების გათიშვა მოუწევს.

კომპანია აცხადებს, რომ ქვეყნებს შორის მომხმარებლის მონაცემების დამუშავების შესაძლებლობა გადამწყვეტია მისი ბიზნესისთვის, როგორც ოპერაციული, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის.

"ჩვენ, სავარაუდოდ, ვერ შევთავაზებთ ჩვენს უამრავ მნიშვნელოვან პროდუქტს და სერვისს, მათ შორის Facebook-სა და Instagram-ს",- აცხადებენ კომპანიაში.

ანალიტიკოსებით პროგნოზით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ Meta-მ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბაზარი დატოვოს. თუმცა წამოჭრილი საკითხი კიდევ ხაზს უსვამს სოციალური მედიის კომპანიასა და კანონმდებლებს შორის მომხმარებლის მონაცემების შესახებ არსებულ მზარდ დაძაბულობას.

იურიდიული ფირმის Cooley-ის პარტნიორისა და კიბერ და მონაცემთა განყოფილების ხელმძღვანელის, პატრიკ ვან ეკეს თქმით, მონაცემთა დაცვის ორგანოები სულ უფრო ხშირად ამოწმებენ მომხმარებლების მონაცემების მიმოცვლის უსაფრთხოებას.

"არ მიკვირს, რომ არაევროპული კომპანიები განიხილავენ, აქვს თუ არა აზრი ევროპულ ბაზარზე მომსახურების შეთავაზების გაგრძელებას, რადგან სხვა გზა აღარ დარჩა",- ამბობს ვან ეკე.

გასულ კვირას, Meta-ს აქციები 25%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც ისტორიაში პირველად სოციალური მედიის გიგანტის ყოველდღიური აქტიური მომხმარებლების რიცხვი შემცირდა. 

სხვა სიახლეები:

📌 ძლიერი ქარის გამო, მილანში განგაშის ნარინჯისფერი სიგნალი ჩაირთო, ძლიერ დაშავდა 76 წლის მამაკაცი

📌 მამა პეტრე: ქრისტეს არ სჭირდება ფსალმუნების დაზეპირება, კელაპტრების აბრიალება, თუ ქრისტეს შვილის განადგურება და მიწასთან გასწორება განიზრახე

📌 ლევან იოსელიანი: სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ ვუჭერ - ყველაფერი ერთ პარტიაზე არ უნდა აეგოს

📌 "ბელარუსსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გათვალისწინებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი დღის წესრიგში არ დგას" - რას აცხადებენ საგარეო უწყებაში

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791810700

ახალი ამბები

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ლარის კურსი

1791809968

ახალი ამბები

ნინო ფოჩხუა: ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, უკვე რეალობად იქცა

„ანაკლიის და რკინიგზის მოდერნიზების შემდეგ, ის ინტერესი რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი, შეასრულოს მთავარი როლი აზიის ქვეყნებს, ევროპას...

 ნინო ფოჩხუა

1791809645

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო ხელფასით თანამდებობის პირების უზრუნველყოფა, საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრეზიდენტს, მინისტრს რატომ აქვს ამდენი ხელფასი, სპეკულაციაა

წინა ხელისუფლების პერიოდში ბიძინა ივანიშვილი პირადად, საკუთარი სახსრებით საჯარო მოსამსახურეებს უფინანსებდა ხელფასებზე დანამატებს და ეს იყო ანტიკორუფციული ზომა. ანტიკორუფციულ ზომად განიხილება სათანადო...

ირაკლი კობახიძე

1791807887

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: 12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ნიშნავს, უბიძგებ კორუფციისკენ, მინისტრი რა საქმესაც აკეთებს, იმის ანალოგიურ პოზიციაზე კერძო სექტორში მას ექნებოდა დაახლოებით 50 000 და 100 000 ლარი ხელფასი

„12 000 ლარზე ნაკლებ ხელფასს თუ აძლევ მინისტრს, ეს ნიშნავს იმას, რომ უბიძგებ კორუფციისკენ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძ

1791807082

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს, ვფიქრობ, შეცვლილი ტენდენციები არის იმ პროცესის შედეგი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ

„რაც შეეხება ინფლაციას, თუ დააკვირდებით, აღარ აქვეყნებენ ხოლმე ოპოზიციური არხები ინფლაციის მონაცემებს. მანამდე სიხარულით აქვეყნებდნენ ხოლმე, რომ ზრდა იყო 11-12 %-ით. იქაც მანიპულირებდნენ - აქვეყნებდნე...

ირაკლი კობახიძე