სოზარ სუბარი: სააკაშვილის მიერ მწამებელი ადამიანის, ქილერას ღირსების ორდენითა და ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით დაჯილდოება მტკიცებულებაა, რომ წამება არ იყო ვიღაც კილერების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ნანა ქადაგიშვილის მოსმენისას განცხადება გააკეთა.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ რეჟიმის პრეზიდენტის მიერ, მაგალითად ალექსანდრე მუხაძის, იგივე ქილერას ღირსების ორდენით დაჯილდოება, მტკიცებულებაა იმისა, რომ რეჟიმის დროს მომხდარი საზარელი წამების ფაქტები არა ვინმეს თვითშემოქმედება, არამედ ხელისუფლების პოლიტიკა იყო.
„მინდა ჩართვა გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, ვინც გვისმენენ.მწამებელი ადამიანი მეტსახელად ქილერა [იგივე ალექსანდრე მუხაძე] მიხეილ სააკაშვილმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გმირობისა და მამაცობისთვის, ღირსების მედლით დააჯილდოვა; 2012 წელს კი სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის, მართლა ერთ - ერთი უმაღლესი საბრძოლო ჯილდოთი - ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. ეს არის მტკიცებულება, რომ ეს არ იყო ვიღაც კილერების და ვიღაცების თვითშემოქმედება, ეს იყო სახელმწიფოს პოლიტიკა- ადამიანების წამება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
1747225015
მსოფლიო„მოდით, შევხვდეთ, ვისაუბროთ“ - რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან, თავისი შუამავლობა შესთავაზა
რომის პაპმა ლეო XIV-მ თავისი შუამავლობა შესთავაზა მსოფლიოს ქვეყნებს, რომლებიც ომში არიან. ამის შესახებ პაპმა 14 მაისს 23 აღმოსავლეთ ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გან...
1747222737
ახალი ამბებიპროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის ერთს ასევე საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა, შენახვის ფაქტზე, ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას...
1747222726
ახალი ამბები„ყველანაირი წითელი ხაზი გადალახეს, ყველანაირი სიბინძურე იკადრეს და ჩვენგან ელოდებიან პასუხს?! ჩემი აზრით, პასუხი უნდა იყოს სარკისებური, ხისტი და მიზანმიმართული!“ - ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებაზე
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ევროკავშირის წარმომადგენლის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „ან ოპერატიულად ავლაგმავთ ამ ნაძირალობასა და თავხედობას, ან ა...
1747220504
ახალი ამბებიპარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. „გარემოს დაცვისა და სოფლ...
1747219619
ახალი ამბებიპარლამენტი „მეგობარი აქტის“ შესახებ განცხადებას ავრცელებს
სამოქალაქო თავისუფლების 11-წლიანი პროგრესით, საქართველომ მსოფლიოში მეცხრე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განცხადებაშია საუბარი, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღე...