სუბარი „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეზე: უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი-რატომ, იყო დუმილი, ლაპარაკის უფლება არ ჰქონდათ

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმის მიერ ალექსანდრე მეგუთნიშვილის საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტის განხილვა მიმდინარეობს, კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ სოზარ სუბარმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამხრეთ აფრიკის ციხეში 1964 წელს უკეთესი პირობები ჰქონდათ პატიმრებს, ვიდრე „ნაცმოძრაობის“ პერიოდში საქართველოს ნებისმიერ ციხეში იყო. მისივე თქმით, მაშინ როცა მსოფლიო ამაზე სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, ელჩების უმრავლესობა, სახალხო დამცველთან პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდებოდა საქართველოში არ ხდებოდა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში.

„სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც მომიწია სამხრეთ აფრიკაში ყოფნა, იმ ციხეში, სადაც სასჯელს იხდიდა ნელსონ მანდელა. ეს არის კუნძული რობერ აილენდი, ყაჩაღების კუნძული, ციხე იყო მთელი კუნძული და იქ წარწერები იყო საკნებში და 1964 წელს ერთი პატიმარი წერს, ანუ პატიმრების მონაყოლები იყო გაკეთებული წარწერებად საკნებში და დღეს მუზეუმია, წერს, რომ აი ამ საკანში ვიყავი და არაფერი არ გვქონდა, გარდა კბილის პასტისა, კბილის ჯაგრისისა და ჩამოთვლილია რაღაც ნივთები და მე მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი როგორი საოცნებოა 21-ე საუკუნის ქართველი პატიმრებისთვის, ნებისმიერ დაწესებულებაში, არა მხოლოდ გლდანში, ნებისმიერ დაწესებულებაში ეს იყო სანატრელი, რასაც ისინი მაშინ 1964 წელს სამხრეთ აფრიკაში, სადაც იყო აპართეიდი, სადაც არ ჰქონდათ არანაირი უფლებები შავკანიანებს და შავკანიანებისთვის და ინდოელებისთვის იყო ძირითადად, თეთრკანიანები პრაქტიკულად არ იყვნენ და იქ იყო გაცილებით უკეთესი პირობები. იქ ერთ საკანში, სადაც ერთი ადამიანი იჯდა, იყო 2-2,5 კვ.მ. თითოეულ პატიმარზე, მაშინ როცა თქვენ რასაც ჰყვებით ნახევარი კვადრატულიც არ გამოდის ერთ პატიმარზე და ზოგიერთ დაწესებულებაში, ერთ კვადრატულ მეტრზე 4 პატიმარიც კი მოდიოდა, ასეთი ამბებიც ბევრი გვაქვს ნანახი და მართლა წარმოუდგენელი სისასტიკე ხდებოდა, რომელზეც მსოფლიო სამწუხაროდ ხუჭავდა თვალს, თვალებზე ხელი ჰქონდათ აფარებული, ყურებზე ხელი ჰქონდათ აფარებული და პირზე ჰქონდათ ხელი აფარებული, არ ესმოდათ არაფერი, ვერ ხედავდნენ ვერაფერს, არ ლაპარაკობდნენ არაფერს. თუმცა როცა ჩემთან მოდიოდნენ ელჩები, უმრავლესობა ელჩებისა პირად საუბრებში, სახალხო დამცველთან, ყველა ამბობდა, რომ ისეთი კატასტროფა, რაც ხდება საქართველოში არ ხდება მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში. როცა ვეკითხებოდი - რატომ ამაზე ერთ სიტყვას არ ამბობთ, იყო ისევ დუმილი, იმიტომ, რომ ამაზე ლაპარაკის უფლება მათ არ ჰქონდათ, ეს იყო აკრძალული, განსხვავებით იმ განცხადებებისა, რასაც აკეთებს ზოგიერთი ჩვენი ე.წ. მეგობარი ელჩი დღეს საქართველოში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747917667

საზოგადოება

რუსუდან შარაძე: გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ

„პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი - დღესაც რომ ვერ გაძღნენ სა...

რუსუდან შარაძე

1747916610

საზოგადოება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთამსვლელის დაღუპვაზე განცხადებას აკეთებს

IFMGA-ს მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. სამწუხარო ამბის დეტალებზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამ...

ნიკოლოზ ფილიანიი

1747915574

საზოგადოება

ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

ისრაელში საქართველოს საელჩო ვაშინგტონში, ისრაელის საელჩოს ორი თანამშრომლის ტრაგიკულ გარდაცვალებასთან განცხადებას ავრცელებს. „ისრაელში საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვაშინგტონში, ისრაელი...

ისრაელში საქართველოს საელჩო

1747914700

საზოგადოება

მეუფე შიო: მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი და ამაში უნდა მივბაძოთ მას

„სულიწმიდის მადლი მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან... მხოლოდ სიმდაბლის მეშვეობით შეიძლება ადამიანმა მიაღწიოს სიწმინდეს და სულიერებას. სწორედ ამ თვისებებით გამოირჩევა წმინდა ნიკოლოზი, ამაში უნდა მივბაძოთ მას,...

მუჯირი

1747913435

ახალი ამბები

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა

მთის გიდი მესტიიდან, რომელიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს თოვლზე, ყინულსა და კლდეზე, უშბაზე დაიღუპა. ინფორმაციას ფალიანის ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. „ნიკო, რ...

უშბაზე მთის გიდი ნიკოლოზ ფალიანი დაიღუპა