ვლადიმერ ბოჟაძე: ოპოზიციას სურს, გაერთიანების ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, შეტაკებები მოხდეს. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა ვერასდროს შესრულდება.

„26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ფაქტობრივად, საქართველოს დაბადების დღეა. ამიტომ, ეს თარიღი ღირსეულად უნდა აღვნიშნოთ, ისე, როგორც ქართველებს გვეკადრება.

ოპოზიციის სურვილია, გაერთიანების დღის ნაცვლად, 26 მაისი დაპირისპირების დღე იყოს, რაღაც შეტაკებები მოხდეს და ა.შ. ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელზეც ჩვენ მანამდეც ვსაუბრობდით. ეს არის ქვეყნის უკრაინიზაციის და მაიდანიზაციის გეგმა, რომელიც არ შესრულდა და ვერც ვერასდროს შესრულდება. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, რადიკალიზაციაზე კანონისმიერი პასუხი იქნება.

ჩვენ არ ვაპირებთ, ვინმეს დავუპირისპირდეთ და საზოგადოება შუაზე გავყოთ, ჩვენ ვაპირებთ, ეს დღე ქართველ ხალხთან ერთად აღვნიშნოთ. ვინმე კანონს თუ დაარღვევს, სახელმწიფო კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, - აღნიშნავს ბოჟაძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1747921133

საზოგადოება

გურამ მაჭარაშვილი: პოლიტიკაში არიან ხელმოცარულები, დღის წესრიგში პოლიტიკური საკითხები საერთოდ აღარ აქვთ, შესაბამისად ენჯეოებსაც აღარ აქვთ საქმე, რადგან ვეღარ ფინანსდებიან ძირითადი წყაროდან

ჩვენს მიერ მიღებული გაცილებით უფრო ლიბერალური კანონი, რომელიც განსხვავდებოდა, მაგრამ უფრო ლიბერალური იყო, ვიდრე ფარას კანონი, არ იქნა შეჩერებული სტრასბურგის ევროპის საერთაშორისო სასამართლოს მიერ. როგო...

გურამ მაჭარაშვილი

1747920442

საზოგადოება

ალან ბერსე: ის რაც მიუღებლად ითვლება საქართველოში ან უნგრეთში, იგივე საზომით უნდა შეფასდეს გერმანიაში ან რუმინეთში, რადგან ორმაგი სტანდარტები ევროპის სანდოობას აზიანებს

Euronews-მა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს სტატია „დემოკრატია ევროპის თავდაცვის პირველი ხაზია“ გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა თემებთან ერთად განხილულია უცხოური გავლენების შესახებ კანონები,...

ალან ბერსე

1747920262

საზოგადოება

თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლო ზურაბ გირჩი ჯაფარიძის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს. ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად 20 ათას ლარიანი გი...

 ზურაბ გირჩი

1747919684

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7383 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7397 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...

ვალუტის კურსი

1747917667

საზოგადოება

რუსუდან შარაძე: გურამ შარაძეს მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი, ოღონდ ამოწყდეს ქართველი ხალხი, მეტი სურვილი არ აქვთ და ამაში ფულს იღებენ

„პირადად მტრობდნენ და ფაშისტად რაცხავდნენ უფროსი თაობა თვითონ ფაშისტებისა: ლევან ბერძენიშვილი, ნაირა გელაშვილი, გურამ მამულია, ლანა ღოღობერიძე, გია ნოდია, დავით ზურაბიშვილი - დღესაც რომ ვერ გაძღნენ სა...

რუსუდან შარაძე