თამარ იოსელიანი: კორეის რესპუბლიკასთან ფრენების დაწყება არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივა, არამედ ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგი
კორეის რესპუბლიკის წამყვანი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია „T’way Air“-ი სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი ჩარტერული ფრენების განხორციელებას 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი მიესალმა ფრენების დაწყებას და განაცხადა, რომ ეს არა მხოლოდ ტურისტული ინიციატივაა, არამედ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური, საინვესტიციო და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების პრაქტიკული შედეგია.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა ფაქტობრივად გაორმაგდა, ხოლო 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 19 პროცენტით გაიზარდა, რაც ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი სტაბილურად იზრდება.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ხელმოწერას ელოდება და საინვესტიციო შეთანხმება დასრულების ეტაპზეა. პირდაპირი საჰაერო კავშირი ქმნის მყარ საფუძველს, რომ ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს,“ - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, დანიშნულ ავიაკომპანიებს ორივე ქვეყნიდან უფლება აქვთ არა მხოლოდ ჩარტერული, არამედ რეგულარული ფრენებიც განახორციელონ. ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „T’way Air“-ს უკვე მიანიჭა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
1771070958
საზოგადოებაგიორგი სოსიაშვილი ესტონეთზე: მათთვის საინტერესო ის კი არ არის, რომ დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყანასთან ჰქონდეთ ურთიერთობა, არამედ თავიანთი მიზნებს მოემსახურონ
მათგან ასეთი დე მარში არ მიკვირს, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ესტონეთის მიერ საკუთ...
1771068831
საზოგადოებაგიორგი გაბუნია ესტონეთის ელჩის სომხეთში გადაყვანაზე: საქართველოს ამით არც არაფერი მოემატება და არც არაფერი დააკლდება. სამწუხაროდ, ელჩის საქმიანობა იყო აბსოლუტურად უსუსური და აბსოლუტურად უშედეგო საქართველოსთან მიმართებით
ჩვენ ესტონეთს ვეღარ განვიხილავთ, როგორც ახლო პარტნიორ ქვეყანას, მისი ხელმძღვანელების მხრიდან წარმოებული პოლიტიკის გამო, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბ...
1771067125
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით, მათ რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან ამ ომის განმავლობაში
ბალტიის ქვეყნები გამოირჩევიან ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის უსაფუძვლო და უარგუმენტო კრიტიკით. ამ ქვეყნებს რეკორდული ექსპორტი აქვთ რუსეთთან ამ ომის განმავლობაში, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნ...
1771065562
საზოგადოებადავით მათიკაშვილი: უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის აშშ-ში ვიზიტი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. რის თქმისა და საზოგადოებისთვის მიწოდების რესურსიც ამ შეხვედრიდან გამომდინარე არსებობდა, ეს უკვე განხორციელდა
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აშშ-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოე...
1771063997
მსოფლიორუბიო: მივიღეთ დოგმატური ხედვა თავისუფალი და არაფრით შეზღუდული ვაჭრობის შესახებ მაშინ, როცა სხვა ქვეყნები საკუთარ ეკონომიკებს იცავდნენ, კომპანიებს სუბსიდირებას უკეთებდნენ, ხოლო ჩენს კომპანიებს სისტემატურად ძირს უთხრიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან აღნიშნა, რომ დასავლურმა ქვეყნებმა თავისუფალ...



























