თეა გვასალია: სიყვარული საუკეთესო ბიზნესად იქცა, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს... ჩემთვის 14 თებერვალი არაფრით განსხვავდება 17-სგან
ყოფილი ტელეწამყვანი, თეა გვასალია სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"14 თებერვლისა და რომის კატაკომბებში შეყვარებულთა ხელშემწყობი კეთილი ვალენტინის არსებობის შესახებ, ჩემმა თაობამ, სკოლის ასაკში არაფერი იცოდა.
გოგოები და ბიჭები ორ დღესასწაულს ვულოცავდით ერთმანეთს, ჯერ ჩვენ შევაგროვებდით ხოლმე ფულს 23 თებერვლისთვის და რაღაც, ბავშვურ სუვენირებს ვყიდულობდით, ორი კვირის შემდეგ ბიჭები იმეორებდნენ იგივეს, ოღონდ ჩვენ, სუვენირთან ერთად, თითო კონა ყოჩივარდას და ღია ბარათსაც ვიღებდით, სადაც ძირითადად კარგად სწავლას გვისურვებდნენ.
ვალენტინობის დღის არცოდნით მე პირადად ბევრი არაფერი დამიკარგავს, რადგან იმხანად პოპულარობის პიკზე მყოფი ხულიო იგლესიასი ჩემთვის გულის ფორმის ბომბონების გამომგზავნი და სანთლების შუქზე რომანტიკული საღამოს მომწყობი არ იყო, სხვა ბიჭები მე არ მაინტერესებდა და ყველა შემთხვევაში უსაჩუქროდ დარჩენა მელოდა.
მას შემდეგ ოთხი ათეული წელი გავიდა, ჩვენ „მაშასადამე ევროპელები“ გავხდით, ანუ ვალენტინობას აღვნიშნავთ, სიკრეტ სანტას ვთამაშობთ, ბლექ ფრაიდეის ველოდებით და 37 ევროდ მილანში დავფრინავთ.
სიყვარული საუკეთესო ბიზნესად იქცა, ზოგი ყიდის, ზოგი ყიდულობს. თვითონ კი ვერ ხვდებიან, მაგრამ სხვის თვალში განსაკუთრებით სასაცილოები ის მყიდველები ჩანან, ერთ ავტობუსს ცოლ-შვილს, რომ დაყრიან და ახალ პასიას მისდევენ, „ტომი და ჯერიში“ ტომი რომ თეთრ, ფუმფულა გოგო კატას დაინახავს და თვალები გადმოუცვივდება ისე.
ხოლო თუ სადმე ის რომანტიკოსები ხართ დარჩენილი, ხვალ ერთ კონა ყოჩივარდას რომ მიუტანთ შყვარებულს გულისჯიბით, ისიც გულის ფანცქალით გელოდებათ, თქვენი წასვლის შემდეგ იმ ყოჩივარდებს წიგნში ჩადებს, გაახმობს და ნახევარი საუკუნის შემდეგ შვილიშვილებს აჩვენებს, ღმერთს მადლობა შესწირეთ, მაგრად ჩაკიდეთ ერთმანეთს ხელები და გაუდექით ცხოვრების გზას.
ჩემთვის 14 თებერვალი არაფრით განსხვავდება 17-სგან.
საჩუქრის მიღება წელიწადის ნებისმიერ დღეს მსიამოვნებს, სიყვარულის დღე კი ერთის მაგივრად ორი მაქვს: 21 მაისი და 11 აპრილი, ამ დღეებში გავიცანი ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულები, რომელთა ფასი არც იქამდე მყოლია ვინმე და არც აწი მეყოლება", - წერს გვასალია.
სხვა სიახლეები:
⬛ "ჟირინოვსკის სიკვდილი დავინახე" - ლელა კაკულიას უახლესი წინასწარმეტყველება (ვიდეო)
⬛ კორონავირუსით კიდევ 40 პაციენტი გარდაიცვალა - როგორია ეპიდვითარება საქართველოში?
1765808367
საზოგადოებანინო წილოსანი: სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის
„სააკაშვილს ერთ შემთხვევაში შეეძლო წარმატებით ეგინებინა პუტინისთვის და მეორე შემთხვევაში წითელი ხალიჩა გაეშალა და ბედნიერი სახით მიეღო ინვესტორები, სტრატეგიული ობიექტები მიეყიდა მათთვის“, - განაცხადა...
1765807416
საზოგადოებანინო წილოსანი: ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან. ვინც კურსს გადაუხვია, ეს არის თავად ევროკავშირი და ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელმაც გადაუხვია დასავლეთის კურსს და თავად უღალატა ევროპის იდეას
ფაქტია, საქართველოს არ გადაუხვევია ევროკავშირის კურსიდან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა გაფართოების საკითხებში ევროკომისარ, მარტა კოსის განცხად...
1765806136
ახალი ამბებიპროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინ...
1765805781
ახალი ამბებიმაია ბითაძე: გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს
გამჭვირვალობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობა, როგორიცაა ამერიკაში FARA და ახლა უკვე საქართველოშიც გვაქვს მსგავსი, დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრ...
1765804807
ახალი ამბებინოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 11.9%-ით გაიზარდა და 298.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის ნოემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 298.4 მლნ აშშ დოლარი (807.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.9%-ით (31.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 202...


























