თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციის გებელსისეულ პროპაგანდაზე: ცნობილი მეთოდოლოგიაა - ჯერ რომელიმე სუბიექტი გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა, ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ეხმიანება „დიპ სტეიტის“ ბრძოლის ერთ-ერთ მეთოდს, გებელსისეულ პროპაგანდას, რომელსაც ფაშისტური გერმანია იყენებდა. აღნიშნული მეთოდი კი აშკარა და უცვლელია საქართველოს მაგალითზეც, რამდენადაც 2012 წლიდან დღემდე აგენტურული ოპოზიცია ქართულ ხელისუფლებას რუსულ იარლიყს აწებებს, რათა ამით ხელისუფლების განადგურება შეძლონ.
თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ცნობილი მეთოდოლოგიაა, რომ რომელიმე სუბიექტის გასაშავებლად აიჩემო რაღაც ფრაზა და შემდეგ მიწებებული იარლიყით დაიწყო მისი განადგურება.
„ცნობილი მეთოდოლოგიაა, როდესაც პროპაგანდისტულად იყენებენ იმას, რომ ჯერ რომელიმე სუბიექტი უნდა გააშავო, ამისთვის უნდა აიჩემო რაღაც ფრაზა. ეს იარლიყი მიაწებო და შემდეგ დაიწყო მისი განადგურება. ხანდახან ეს ხდება პოლიტიკურად, ხანდახან ფიზიკურადაც კი. იგივე ხდება ჩვენთანაც, საქართველოში. არანაირი საფუძველი, არანაირი მტკიცებულება, ან დამდასტურებელი იმისა, პირდაპირ იწყებენ, რუსული, რუსული. რატომ არ თქვეს, რომ რუსული კვალია , როდესაც „გამჭვირვალობის“ კანონი მიიღეს საფრანგეთში? - ჩვენი კანონი ხომ ათჯერ უფრო მარტივი და ლოიალური იყო ყველაფრისადმი“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
1753297963
ახალი ამბები„სამწუხაროდ, არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა - ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის“ - მიხეილ ყაველაშვილი
„არ არსებობს „ქართული ოცნების“ ალტერნატივა, ჯანსაღი ოპოზიცია, რომელიც, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის რომ არსებობდეს, ეს არ არსებობს და შედეგიც იგივე დგება“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდ...
1753296588
ახალი ამბებიმიხეილ ყაველაშვილი შეწყალებაზე: ვიყენებ ჩემს კონსტიტუციურ უფლებას და ვთავაზობ მათ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და თავიანთ ამომრჩეველს დაუმტკიცონ, რომ ღირსნი არიან, გაიმარჯვონ არჩევნებში
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში იმ მიზეზებზე ისაუბრა, რაც გახდა საფუძველი, რომ პატიმრობაში მყოფი პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის შეეთავაზებინა, გამოეყენებინათ შე...
1753296361
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: რა თქმა უნდა, „დიფ სთეითი“ ჩაერთო და მასობრივი შეტევა განახორციელეს უკრაინული ხელისუფლების მიმართ, იქიდან გამომდინარე, რომ აგენტებით ჰყავდა დაკომპლექტებული ის ინსტიტუტები, რომლის გადაკეთებასაც აპირებს ზელენსკი
ის გადაწყვეტილებები, რასაც ახლა უკრაინული მხარე იღებს დამოუკიდებლად, ეს, რა თქმა უნდა, უკრაინული მხარის არჩევანი და მათი უფლება არის, - ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ლე...
1753295229
საზოგადოება„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს
„დინამო არენაზე“ ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი მიმდინარეობს. დღეს ქართული სცენა კიდევ ერთმა მსოფლიო ვარსკვლავმა დაიკავა - ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი პროექტ „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში იმართება. პოპმუ...
1753293364
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ
ჩვენ გვაქვს მარტივი მიზანი - 64-ვე მუნიციპალიტეტში მერის და საკრებულოს არჩევნების მოგება, ამას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აჭარის საზოგადოე...