თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგავასა და ყურაშვილზე: ისინი აცდენილი არიან დროის მონაკვეთში, ფაქტებზე. მინდა სიმართლე მოგიყვეთ, რასაც ნებისმიერი იქ მცხოვრებნი გაიმეორებს. შეტევა დაიწყო სოფელ ნულზე 2 აგვისტოს, გამთენიისას 6 საათზე

როგორც მთელი საქართველო, ამ კომისიის სხდომების მიმდინარეობას მეც ვუსმენდი და მინდა, წუხილი გამოვთქვა, რომ ის პიროვნებები, ვინც იყვნენ გამოსულები, აცდენილი არიან დროის მონაკვეთში, ფაქტებზე, - განაცხადა გენერლებზე ზაზა გოგავასა და მამუკა ყურაშვილთან დაკავშირებით, 2008 წელს თიღვის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გიორგი კაპანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც აგვისტოს ომის თემას განიხილავენ.

კაპანაძის განცხადებით, სოფელ ნულზე შეტევა 2 აგვისტოს, გამთენიისას დაიწყო და მისი ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ გამოყენებული იყო ისეთი იარაღი, რაც იქ დისლოცირებულ სამშვიოდბოებს არ უნდა ჰქონოდათ.

„მინდა სიმართლე მოგიყვეთ - ის სიმართლე, რასაც ნებისმიერი იქ მაცხოვრებელი ადამიანი, თუ გინდათ ათასამდე რომ გამოჰკითხოთ, იმას გაიმეორებს რასაც მე ახლა გეტყვით.

შეტევა დაიწყო სოფელ ნულზე 2 აგვისტოს, გამთენიისას 6 საათზე. სროლები და შეტევები ყოველთვის იყო ხოლმე, მით უმეტეს, ღამის საათებში, მაგრამ გამიკვირდა ის, რომ ეს უკვე აღარ ჰგავდა ავტომატური იარაღით სროლებს - გამოყენებული იყო დიდი იარაღი, ე.წ. ყუმბარმტყორცნები. იყო ისეთი იარაღი გამოყენებული, რომ ეს იარაღი არც სამშვიდობო ძალებს არ უნდა ჰქონოდათ იქ დისლოცირებულებს“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მისივე თქმით, გენერლების ნაამბობში აცდენაა ქართველი სამშვიდობოების მკვლელობის თარიღშიც და ისინი რეალურად, 7 აგვისტოს გარდაიცვალნენ. კაპანაძის განმარტებით, სწორედ მას მოუწია ამბულატორიაში დაჭრილების და კონტუზირებულების ტრანსპორტირება და ამას ყველა ადგილობრივი დაადასტურებს.

„ეს იყო 7 აგვისტო, დაახლოებით 4-დან 5 საათამდე, როცა ისინი [ორი ქართველის სამშვიდობო] დაიჭრნენ და გარდაიცვალნენ. 6 აგვისტოს გზები გახსნილი იყო, 6 აგვისტოს გუბერნატორი შემოვიდა ჩემთან. 7 აგვისტო იყო, ამას დაადასტურებს ათასამდე ადამიანი, იქ მაცხოვრებელი. მიცვალებულები ჩვენ ჩამოვიყვანეთ, ამბულატორიაში დაჭრილები მე ჩამოვიყვანე, კონტუზირებულები მე ჩამოვიყვანე. რამდენიმე კონტუზირებული იყო, რომლებიც ვერც ხედავდნენ, ნული პროცენტი ჰქონდათ ხედვა და არც ესმოდათ, მე ჩამოვიყვანე.

გამიკვირდა [გოგავა და ყურაშვილი], რომ დროში აცდენილები იყვნენ და ფაქტები არასწორი იყო - როდის შეწყდა, როდის დაიბლოკა, ევაკუაცია როგორ და რანაირად მოხდა. მე უბრალოდ გამიკვირდა, შემდეგ ჩემი მოსახლეობაც მირეკავდა, რა ხდება, რატომ არის ეს რიცხვები არეულიო, მეკითხებოდნენ“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743521275

საზოგადოება

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თორნიკე ჭეიშვილ...

საქართველოს პარლამენტი

1743520361

ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი რობინ დანიგანს შეხვდა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ეკონომიკური თანა...

ლევან დავითაშვილი

1743519323

საზოგადოება

გია ვოლსკი: რასაკვირველია რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხელს არ მოაწერდა!

რასაკვირველია, რუსეთმა განახორციელა ინტერვენცია, რუსეთი ახდენს ოკუპაციას, პროცესების ასე განვითარების სცენარის რეალიზაცია კი უდავოდ სააკაშვილმა მოახდინა, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ მოღალატეობრივ აქტს ხ...

გია ვოლსკი

1743518438

ახალი ამბები

ლევან გიგინეიშვილი: უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია

უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან „ევროპა“, როგორც კულტურულ-მსოფლმხედველობრივი ან სულიერი ფენომენი და „ევროკავშირი“, როგორც კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა, ცხადია, პირველი გარკვეულწილად ესაფუძვლ...

ლევან გიგინეიშვილი:

1743517821

სპორტი

ევროპის ჩემპიონატისთვის, თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-13 აპრილს სლოვაკეთის დედაქალაქი ბრატისლავა ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე პირველები თავისუფალი სტილით მოჭიდავეები გამოვლენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა: 57 კგ | რ...

თავისუფალ ჭიდაობა