თხრის მარიუპოლში ქალი საფლავს, სახელდახელოდ შეკონილ ჯვარსაც გულდაგულ არჭობს ახლადმიყრილ მიწაში - ნინო თარხნიშვილი
ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი, ფეისბუკზე წერს, უკრაინის ქალაქზე მარიპოლზე და იქ მცხოვრებ ქალებზე, რომლებსაც ცხოვრება ომის ჯოჯოხეთში უწევთ.
„თხრის მარიუპოლში ქალი საფლავს, მარჯვედ იქნევს ნიჩაბს.
სახელდახელოდ შეკონილ ჯვარსაც გულდაგულ არჭობს ახლადმიყრილ მიწაში, იწერს პირჯვარს და მიდის.
ზუსტად ისეთი რუტინით ასრულებს ამ საქმეს, როგორც, მაგალითად, თებერვლის შუა რიცხვებში, იჯდა ოფისში და ექსელის ფაილში ბანალური მონაცემები შეჰყავდა.
ან ცალი ხელით პურს ხუხავდა, ცალით - ყავას ისხამდა და სამსახურში გასაქცევად ემზადებოდა.
თავშესაფარში ჩასვლამდე, იქვე, ქუჩის კუთხეში, შეიძლება კიდევ ერთ გვამს გადააწყდეს, ან ორს ან სამს,
თუ ძალა ეყო, იმათაც გაუთხრის საფლავს, თუ არადა, ქურთუკებს გახდის და სახეზე მიაფარებს.
თუნდაც ერთი წუთით რომ წარმოიდგინო თავი მათ ადგილას, რომ დილით, მაღვიძარა კი არა, საგანგაშო სირენის ხმა გაღვიძებს.
რომ სამსახურში კი არა, თავშესაფარში გარბიხარ.
რომ საღამოს შენ საყვარელ ტახტზე კი არა, ბეტონზე დაფენილ ოთხად გაკეცილ საბანზე იბუზები და სახლის ყვავილების მიწას კი არა, საფლავს ჩიჩქნი.
ვერ წარმოიდგინე, ხო?
ვერც იმათ წარმოედგინათ.
ორი წელი ხო პანდემიაზე გადაღებულ საშინელებათა ფილმს ვუყურეთ. ახლა ომის რიგია. უბრალოდ, ვისაც სისხლების გეშინიათ, ნუ შეხედავთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
1791467835
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის (ICTA) წარმომადგენლებს შეხვდა...
1791467679
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტპატიმარი თუ არის ყველა, ვინც საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებებზე შტურმს მოახდენს, მაშინ რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარი მიიღო საფრანგეთმა საპროტესტო გამოსვლებისას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებით წლების განმავლობაში ცნობილია. ქადაგიშვილის განმ...
1791465160
ახალი ამბებინინო ფოჩხუა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: აფუსფუსდნენ გარე ძალები პარტიების გაუქმების წინ, იციან რა რომ თუ აღარ ეყოლებათ დასაყრდენი ამ ქვეყანაში, საერთოდ დაკარგავენ საქართველოს და მასზე ზეგავლენას
„მერამდენე რეზოლუცია უნდა მიიღოს ევროპარლამენტმა თან ბრმად, რომ მიხვდნენ იუკნევიჩიენები, კრამერები და გოშევსკები, ფუჭია მათი გარჯა როგორმე დააზიანონ საქართველო“,- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქს...
1791464790
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6021 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1791463542
ახალი ამბებიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპ...



























