ცესკო - ხელოვნურად ორგანიზებული საჩივრების გზით საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესთან დაკავშირებული მანიპულაციური კამპანია გრძელდება

„2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის მუდმივი საზრუნავი, ამომრჩევლის სწორი ინფორმირებაა. ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია, იმ საფრთხეებზე და ტენდენციებზე საუბარი, რაც უკვე გამოიკვეთა ზოგიერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ განხორციელებულ ქმედებებში. საინტერესოა, რომ ეს ქმედებები ზუსტად იმეორებს 2020 წლის არჩევნების დროს გამოყენებულ ტაქტიკას, რაც ითვალისწინებს პროცედურული საშუალებების გამოყენებით, საარჩევნო ადმინისტრაციის და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემოს დაზიანებას“, - ამის შესახებ ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც დღეს ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, ამჯერად, საქმე ეხება ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის მხრიდან საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და წევრების არჩევის სრულიად გამჭვირვალე პროცესის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებების მასობრივად გასაჩივრების ორგანიზებულ პროცესს.
„გუშინ, 9 სექტემბერს 15 თითქმის ერთი და იგივე შინაარსის საჩივარი შემოვიდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელიც ერთმანეთისგან მხოლოდ ოლქების დასახელებით და ხელმომწერი პირებით განსხვავდება. ცხადია ასეთი ორგანიზებული გასაჩივრების მიზანია, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ყოველგვარ საფუძველს მოკლებული საუბრები საარჩევნო კომისიების არჩეული პირების მიკერძოებაზე, რაც საარჩევნო ადმინისტრაციამ წინასწარ აცნობა საზოგადოებას, ხოლო მეორე მხრივ, საჩივრების რაოდენობის ხელოვნური ზრდით, ზიანი მიადგეს საარჩევნო პროცესს და ამით შეირყეს არჩევნებისადმი ნდობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა პოლიტიკურმა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებას, ისევ ამ პროცესის დისკრედიტაციის გზა აირჩია და ამ გზაზე საკუთარ სამიზნედ უკვე მერამდენედ ამოირჩია საარჩევნო ადმინისტრაცია. არადა, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა და მომავალშიც გააკეთებს იმისთვის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ადმინისტრირებული იყოს საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ცხადია, ჩვენ ყველა საჩივარს განვიხილავთ კანონმდებლობით დადგენილი წესით, თუმცა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამომრჩევლის და ჩართული მხარეების ინფორმირებას იმ გამოწვევებზე და ტენდენციებზე, რამაც შეიძლება საარჩევნო პროცესის დაზიანება გამოიწვიოს. შევახსენებთ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესის მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩატარებაზე, იმგვარად, რომ პატივი ვცეთ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
1745506085
სპორტიეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიან...
1745505952
ახალი ამბებიშსს: მიღებული ცვლილებები ემსახურება გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლების გამკაცრებას და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2025 წლის 17 აპრილს მიღებული ცვლილებების შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა ვიზების ან/და ბინადრობის ნებართვების მქონ...
1745505005
ახალი ამბებიირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება - „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო
„ერთად უნდა მოგაქუჩოთ ადამიანმა, ჩაგსვათ დიდ სკივრში, რომელსაც ეწერება: „უსამშობლოები, უთავმოყვარეოები, უპრინციპოები, ლუზერები“ და ოკეანეში გადააგდოს - ეს არის თქვენი ბოლო“, - ამის შესახებ საპარლამენტ...
1745503204
მსოფლიოდონალდ ტრამპი უმცროსი: ზელენსკის მშვიდობა არ სურს
დონალდ ტრამპმა უმცროსმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მშვიდობა არ სურს. აშშ-ის პრეზიდენტის ვაჟიშვილმა გააზიარა ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოვალუტის დარგში თ...
1745502276
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 24 აპრილის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7492 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7496 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...