ცესკოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან შეხვედრები გაიმართა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს თავმჯდომარესთან, მის მოადგილესთან, ცესკოს მდივანთან და წევრებთან გამართულ შეხვედრებზე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ ისაუბრეს.

დელეგაციის წევრებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ინფორმაცია როგორც ცესკოს ხელმძღვანელი პირებისგან, ისე წევრებისგან მიიღეს.

გიორგი კალანდარიშვილმა დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა იმ საქმიანობების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად ახორციელებს. ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით დანერგვა/გამოყენების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარის თქმით, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვა მნიშვნელოვანია და საარჩევნო ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს საერთაშორისო დამკვირვებლებს სადამკვირვებლო მისიის განხორციელებაში.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია იულიან ბულაის ხელმძღვანელობით უკვე მეორე დღეა შეხვედრებს მართავს სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებთან.

26 ოქტომბრის არჩევნებს დელეგაციის სრული შემადგენლობა სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებთან ერთად დააკვირდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1727177485

სოციალური მედია

„დრო გავა და ასაკში უამრავი მოგონება გექნება, სიყვარულით და სიხარულით გაიხსენებ შენ გაკეთებულ კეთილ საქმეებს“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და ეკრანებს მიღმაც არ კარგავს პოპულარობას. იგი საზოგადოებას ხშირად სახალისო ვიდეოებს და საინტერესო პოსტებს უზიარებს ხოლმე....

 გია ჯაჯანიძე

1727176669

მსოფლიო

აფრიკაში გამოირიყა ნავი, რომელშიც ხრწნამდე მისული 30 ცხედარი იპოვეს

აფრიკაში, სენეგალში, ატლანტის ოკეანემ გამორიყა ნავი, რომელზეც, სულ მცირე 30 ცხედარი იპოვეს. ნავი მეთევზეებმა აღმოაჩინეს. როგორც BBC წერს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.  იმის გათვალისწინებით, რომ ცხედრ...

აფრიკაში გამოირიყა ნავი

1727174578

საზოგადოება

ცესკო მოუწოდებს ჩართულ მხარეებს, შეწყვიტონ საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები

საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმებთან დაკავშირებით ცესკო განცხადებას ავრცელებს. როგორც ცესკოში განმარტავენ, საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ თავდასხმები პოლიტიკურად მოტივირებულია. მათივე თქმით,...

ცესკოცესკო

1727172844

საზოგადოება

„მომატებულია ყივანახველას შემთხვევები“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საზოგადოებას აფრთხილებს

„საქართველოში მნიშვნელოვნად არის მომატებული ყივანახველას შემთხვევები, მათ შორის მოზრდილებშიც“, - ამის შესახებ კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი, ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ინფექციონ...

ექიმი

1727170418

სოციალური მედია

„ყურადღებითა და დიდი სიფრთხილით აარჩიე ვის აძლევ უფლებას შეგეხოს, ენერგეტიკული მიმოცვლა რეალურია!“ - რას წერს თათა გიორგობიანი

„ღამის შოუს ბენდის“ მომღერალი და ფსიქოლოგი თათა გიორგობიანი მუდმივად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და უამრავ დადებით კომპლიმენტსაც იღებს. ის სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს მნ...

თათა გიორგობიანი