ციო გარდაიცვალა… რაღაც ეტაპი დამთავრდა… - მამა პეტრე
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა პეტრე (კვარაცხელია) ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"იფნევის ქუჩაზე ხშირად დავდიოდით მე და ჩემი მეგობრები… ბოლოს ისე მივეჩვიეთ, ზოგჯერ დღეში ორჯერ მივადგებოდით…
ნაბიჯებს ვერ იმორჩილებდი, მიყვებოდი გზას, სადაც ყოველთვის გეტყოდნენ, რომ გვიანი არასდროს არის მოსვლა…
იქ მეგობარი გველოდა, მაგრამ მეგობრის დედა არანაკლებ ელოდა შვილის მეგობრებს…
ხშირად ჩაილაპარაკებდა, მისნაირი გიჟები შემოუკრებიაო…
სულ გაღიმებული გხვდებოდა, რაც არ უნდა გადაღლილი ყოფილიყო, არ გაგრძნობინებდა, ვწუხდებიო…
იფნევის ქუჩა, ყველა ჩემი მეგობრისთვის საკრალური გახდა… ვხუმრობდით კიდეც, ჩვენი ,,უმანკოების მუზეუმი” იფნევზე არისო… სადღაც ასეც იყო…
წინასწარ დავრეკავდით, გვშია და რამე გაგვიმზადეო… ჩვენი გადარეული მეგობარი გვიპასუხებდა, მოოოდით, მოოოოდით, კარტოფილი ამ წამს შევწვიო… ხშირად არც იყო ასე, მაგრამ რომ არ გვეუხერხულა, მაინც ასე პასუხობდა…
ჩვენ სად ვიცოდით უხერხულობა… თავხედურად მივადგებოდით ღამის სამ საათზეც და კართან ატყდებოდა ბრახა-ბრუხი…
ციო იტყოდა, ჩვენ ჯანდაბას, მეზობლებს მაინც ნუ გადარევთ, თორემ სახლს ვინ ჩივის, ქუჩაზეც არავინ შემოგიშვებთო!..
ატყდებოდა ხორხოცი, გნიასი და რიჟრაჟი ისე შემოგვეპარებოდა, უკან მიუხედავად გავრბოდით…
ერთი წელი უმკაცრესი ზამთარი იდგა… ეზოში ფიჩხებს აგროვებდა ციო… შეშა გამითავდა, არც არავინ მყავს მომიტანოსო… ჩავისვი მანქანაში და საბარგული შეშით გავავსეთ… მარტო შარახვეტია არ ხარ, მხარში დგომაც იციო და გვერდულად ჩაიცინა…
მორწმუნე იყო, ექიმბაშობაც კარგად გამოსდიოდა. ძველ გაზეთებს უკირკიტებდა, წინაპრების ნასწავლიც მოჰყვებოდა და ისეთ მალამოებს ამზადევდა, ორ დღეში ყველა ჭრილობა შუშდებოდა… თვითონაც მალამო იყო… რამდენჯერ აუტანია ჩვენი გიჟობები და სისულელეები…
ღვთისმშობლის მედალიონი ვაჩუქე… ჯვარიც ეკიდა, მაგრამ ეს გამორჩეულად მიყვარს, შარახვეტიას ნაჩუქარაო, ეტყოდა მასთან მისულებს…
ციო გარდაიცვალა… რაღაც ეტაპი დამთავრდა… იფნევის ქუჩა სულ იქნება, მაგრამ ის დრო აღარ დაბრუნდება… აღარც ის ხალისი, არც სპაზმამდე მისული ჰომერული სიცილი ჩამოანგრევს საუკუნოვან კედლებს…
ახლაც მივხვდი, რომ ყველაფერს ადვილად ვეგუებით, ადვილად ქვავდება გულიც და ადვილად ხდება გაუცხოებაც… ჰოდა, ამ ყველაფერს სიკვდილი მირჩევნია… სანამ ჯერ კიდევ შეუძლიათ ადამიანებს, ვიღაცის გამო ტირილი და დამწუხრება…
ვატყობ, მალე ესეც აღარ იქნება… რობოტებივით გავაცილებთ ერთმანეთს!..",- წერს, მამა პეტრე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵შეგრჩათ ოხრად მწვანე პასპორტები, დაგაგოიმეს… - ლადო სადღობელაშვილი
🔵ყველა ობიექტზე სტუმარი უნდა დაიშვას ახალი ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵ყველა ობიექტზე სტუმარი უნდა დაიშვას ახალი ტესტით ან ვაქცინაციის სტატუსით - ბიძინა კულუმბეგოვი
1791813382
საზოგადოებაპროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „იუსტიციის სამინისტროს გენერალურ...
1791812698
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის მასპინძლობა, გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები
„ჩემთვის დიდი პატივია საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ვიეტნამის ვიცე-პრეზიდენტის, ვო თჰი ან სუანის მასპინძლობა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს. რო...
1791812228
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი - ჩვენი სურვილიც არის, რომ ევროკავშირთან გვქონდეს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი
„ევროკავშირის წევრი ქვეყნის სულ უფრო მეტი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი და აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებასთან ჩართულობა“, - ამის შესახებ ს...
1791811110
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ბრიუსელი გაბუტვის რეჟიმშია, რადგან საქართველომ უარი განაცხადა, იყოს გამოყენებული პროქსი ქვეყნად, მათ მოუწევთ გადახედონ თავიანთ მიდგომებს
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ბრიუსელის მხრიდან დეზინფორმაცია, სიცრუე, ბრალდებები იმიტომ დაიწყო, რომ უარი განვაცხადეთ, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თ...
1791810700
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5994 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6005 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...




























