"ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ქართველების მიერ აშენებულ უძველეს ხიდს ანგრევს"

"ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ ქალაქის უძველესი ხიდის დემონტაჟი დაიწყო".

ამის შესახებ ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი,ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"ეს ხიდი ცხინვალში არსებული ორი ხიდიდან უძველესია და მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული.

ის ძველი ქალაქის ნაწილად იქცა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლადაც განიხილავენ.

ცხინვალში არაერთი ადამიანი ითხოვდა ამ ხიდის დანგრევის შეჩერებას და ახალი, თანამედროვე ხიდის მშენებლობას ნაცვლად ძველის რეაბილიტაციას.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და სხვა შესაბამისმა ინსტიტუტებმა ამ საკითხზე არც კი გამოხატეს საკუთარი პოზიცია და არც ეცადნენ საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა რეგიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის შესწავლის და მათი შენარჩუნების მიზნით.

შეგახსენებთ, რომ ხიდი ქართველი მშენებლების აშენებულია. ძველი ხიდი ოსი და ქართველი ხალხის მემკვიდრეობაა",  - წერს უჩა ნანუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1743537867

სპორტი

კვარაცხელია საფრანგეთის თასის მატჩს ავადმყოფობის გამო ტოვებს

ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა „პარი სენ-ჟერმენის“ სამატჩო განაცხადში საფრანგეთის თასის ნახევარფინალში, რომელშიც პარიზელები „დიუნკერკს“ ხვდებიან. ფრანგული ტელეკომპანია RMC Sport-ის ცნობით, პსჟ-ის ქართვე...

ხვიჩა კვარაცხელია:

1743533541

მსოფლიო

თეთრი სახლი: დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია როგორც ვოლოდიმირ ზელენსკით, ასევე ვლადიმირ პუტინით. „შემიძლია გავიმეორო ის, რაც პრეზიდენტმა გ...

მსოფლიო

1743530468

საზოგადოება

ბათუმის „დინამომ“ „დინამო თბილისი“ დაამარცხა

ეროვნულ ლიგაში პირველი ტურის გადადებული შეხვედრა ბათუმში გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ „დინამო“ თბილისი 1:0 დაამარცხა. „ბათუმი არენაზე“ შეკრებილმა შვიდი ათასამდე გულშემატკივარმა საინტერესო შეხვედრა იხი...

დინამო

1743530218

ახალი ამბები

ირაკლი ზარქუა: მივმართავ იმ ახალგაზრდებს, ხომ გაფრთხილებდით? მიხვედით იქამდე, რომ ტაშს გაკვრევინებდნენ გუშინ ბელადის პლაკატებზე?

მე მივმართავ იმ ახალგაზრდებს. გუშინ კიდევ ერთხელ დარწმუნდით თუ არა, რომ ე.წ. თვითმარქვია პრეზიდენტის უკან სააკაშვილის, ამათი ბელადის აფრიალებული დროშები თუ პლაკატებია, - განაცხადა დიასპორისა და კავკას...

ირაკლი ზარქუა

1743523722

მსოფლიო

აშშ-ის სახაზინო მდივანი - აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან

აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ჩინეთში მოქმედ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ირანს იარაღის შეძენაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დ...

აშშ-ის სახაზინო მდივანი