ლევან მაჭავარიანი მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე: მისი უშუალო მონაწილეობით უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე
„მისი [მიკიტა პოტურაევის] მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
მაჭავარიანმა კომენტარი გააკეთა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომლითაც მიკიტა პოტურაევმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, უზრუნველყოს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ უფლებები თავისუფლად გამოიყენონ.
„ადამიანი, რომლის უშუალო მონაწილეობითაც უკრაინაში 2022 წლიდან 22 პარტია აიკრძალა; ეს ადამიანი იტყუებოდა, რომ თითქოს სააკაშვილი კვდებოდა და ყველამ იცის, რომ ეს იყო სიმულანტობა, შესაბამისად, მისი მხრიდან გახმოვანებულ მსგავს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს, ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებს ჩვენს საზოგადოებაზე და პირიქით, კონტრპროდუქტიულია, ვინაიდან ჩვენი მოქალაქეები კარგად ხვდებიან, რომ უხეშად ერევიან, რათა უცხოური აგენტურა როგორმე გადაარჩინონ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1793431385
ახალი ამბებიშსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, კომპლექსური ღონი...
1793430490
ახალი ამბებისამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...
1793429342
საზოგადოებამაია ორჯონიკიძე: თამარა ჩერგოლეიშვილი ბაჩანა ახალაიას ციხეში შებრუნების საქმის ერთადერთი „მოწმე” იყო! „ნასედკები“ როდიდან ითვლებიან ოპოზიციად, როდიდან?!
მინიმუმ 2016 წლიდან მოყოლებული, რაც ამ ცოლ-ქმარს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპოზიციის ლეღვის ფოთოლს ამოფარებულებს უკეთებიათ - უკლებლივ ყველაფერი უნდა გამოვიდეს მზის სინათლეზე,- წერს “ნაციონალური მ...
1793428445
მსოფლიოჩინეთში პოლონეთის ელჩმა საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა დატოვა
ჩინეთში პოლონეთის ელჩმა იაკუბ კუმოხმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებული მოვლენების გამო ის თანამდებობას ტოვებს. „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებ...
1793427073
მსოფლიომედია: პოლონეთის პრეზიდენტი წინააღმდეგობის მიუხედავად, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შევიდა
პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ გვიან ღამით ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს შენობაში შესვლა, წინააღმდეგობის მიუხედავად მოახერხა. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით,...



























