მაჭავარიანი: საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია, სამწუხაროა, თუ ასე მოხდება, რადგან ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ

პოლონეთში, საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მედიასთან აფასებს.

„ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება. საუბარია, რომ პოლონეთის ხელისუფლება ცდილობს, მთლიანად მიიტაცოს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც შემაშფოთებელია. სამწუხაროა, თუ ეს ასე მოხდება, რადგან ჩვენ ამის მაგალითი ევროკავშირის მოქმედ ქვეყანაში უკვე ვიხილეთ. მაგალითად რუმინეთში, როდესაც ბრიუსელს არ აწყობდა საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელმაც გაიმარჯვა პირველ ტურში და პირდაპირ დავალება მისცა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ ეს კანდიდატი აეკრძალათ. ეს იყო სასამართლო ხელისუფლებაში უპრეცედენტო ჩარევა“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, პოლონეთში საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც 30 ოქტომბერს გვიან ღამით სასამართლოს საიტზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსამართლემ ანა კორვინ-პიოტროვსკამ ერთი თვით უფლებამოსილება შეუჩერა სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ბოგდან სვეჩკოვსკის და მის მოადგილეს ბართლომე სოხანსკის. ამ გადაწყვეტილებამ ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ადამიანებმა სასამართლოს შენობასთან აქცია გამართეს, რომელიც დაკავებებით დასრულდა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793443752

საზოგადოება

თამარ ჩერგოლეიშვილი: ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა

„ბინძური ცილისმწამებლების სიმართლით რომ დადის ცილისმწამებელი მიშა სააკაშვილი დედაბუდიანად, ამიტომ დარჩა მაია ორჯონიკიძის და ნანულას ამარა“, - წერს „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი...

თამარ ჩერგოლეიშვილი

1793440254

საზოგადოება

ლადო სადღობელაშვილი ჰერჩინსკის: სანამ საქართველოს შიდა საქმეებში ჩაერევით და „დემოკრატიის გაკვეთილებს“ ჩაგვიტარებთ, იქნებ ჯერ საკუთარ ქვეყანაში მიხედოთ დემოკრატიას და საკუთარ თვალში მოძებნოთ დირე

ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის სოციალურ ქსელში მიმართავს და პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს ყურადღებას. სადღობელაშვილ...

ლადო სადღობელაშვილი

1793437578

საზოგადოება

არჩილ გორდულაძე: მიკიტა პოტურაევი არ შეშფოთებულა, როცა უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვას უჭერდა მხარს, მაგრამ აღშფოთებულია ნაცაგენტურის პარტიების გაუქმებით, რაც უკრაინაში დემოკრატიულია, აქ ვერ იქნება ანტიდემოკრატიული

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საერთოდ არ იყო შეშფოთებული, როდესაც უკრაინაში 18 პარტიის აკრძალვის საკანონმდებლო ცვლილებებს უჭერდა მხარს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა, მაგ...

არჩილ გორდულაძე

1793435494

ახალი ამბები

მებაჟე ოფიცრებმა შსს-ს თანამშრომლებთან კოორდინაციით სგპ „თბილისის აეროპორტში“ და უცხო ქვეყნიდან გამოგზავნილ ამანათში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სგპ - „თბილისის აეროპორტის“ და „თბილისის აეროპორტის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან...

დიდი ოდენობით ნარკოტიკული

1793433129

საზოგადოება

ღუდუშაური მიკიტა პოტურაევის განცხადებაზე:დავინახეთ უხეში ჩარევა და მცდელობა იმისა, ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე - ისეთი ქვეყნის წარმომადგენლებისგან ვისმენთ განცხადებებს, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში ათობით პარტია აქვთ აკრძალული

მორიგ ჯერზე დავინახეთ უხეში ჩარევა და პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ ზეგავლენა მოახდინონ ქართულ მართლმსაჯულებაზე, - ასე გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდ...

პოლიტიკოსი