თურქეთში, შვეიცარიის კონფედერაციასა და კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს

თურქეთის რესპუბლიკაში, შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში, კუბის რესპუბლიკაში საქართველოს ახალი ელჩები დაინიშნნენ.
თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად არჩილ კალანდია დაინიშნა. იგი 2005 წლიდან მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2018-2023 წლებში არჩილ კალანდია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოზიციას იკავებდა. არჩილ კალანდიას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.
შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინის სამთავროში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად შოთა გეწაძე დაინიშნა. მას სასამართლო სისტემაში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.იგი ასევე გახლავთ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) ექსპერტი ლტოლვილთა და თავშესაფრის საკითხებში, ევროპის საბჭოს ექსპერტი საარჩევნო სამართალში. 2015 წლიდან დღემდე არის ლტოლვილთა სასამართლოს მოსამართლეთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი.
კუბის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გრიგოლ ბარამიძე დაინიშნა. მას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობა ეკავა, მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1743357048
ახალი ამბებიახალციხეში 10 წლამდე ბავშვი მეხუთე სართულიდან გადავარდა
ახალციხეში, 10 წლამდე ბავშვი, თამაშის დროს, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულიდან გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი თავდაპირველად ადგილობრივ საავადმყოფოში შეიყვანეს, თუმცა მოგვიანებით მის...
1743354710
ახალი ამბებინათია თურნავა: ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი - თითოეული მიმართულების უკან არის კონკრეტული გეგმა და სტრატეგია
ჩვენსა და ჩინეთის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმდა საკმაოდ ფართო, ვრცელი მემორანდუმი. მემორანდუმი ეს არის ჩარჩო, რომელიც არის მოცემული თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები, - განუცხადა „იმედის კვი...
1743350347
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: როგორ უნდა მაჯობო, ბალტიისპირელი იქნები, პოლონელი, უკრაინელი, ბრიტანელი თუ ევროპის ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელი. მათი საქმე არ არის, ჩვენთან არჩევნები როგორ და როდის ჩატარდება
ჩატარდა არჩევნები და ვიცით, რომ 150 კაცი ავირჩიეთ. ვიღაცამ თუ ვიღაცაზე მეტი ხმა არ მოიპოვა და ჩათვალა თავი დამარცხებულად, ეს მისი პრობლემაა. ვიღაცები გეუბნებიან ასე არ არისო, - განაცხადა საკვირაო ქად...
1743349774
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ პუტინზე ძალიან გაბრაზებულია და თუ შეთანხმება ვერ შედგება ნავთობზე მეორად ტარიფებს დააწესებს
თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თავის რუს კოლეგაზე ძალიან გაბრაზებულია, რადგან ვლადიმერ პუტინმა გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობის სანდოობა. „ᲗᲣ ᲛᲔ...
1743348360
მსოფლიოდონალდ ტრამპი - ირანი თუ არ დადებს გარიგებას, იქნება დაბომბვა, ეს იქნება ისეთი დაბომბვა, როგორიც მათ აქამდე არასდროს უნახავთ
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანს დაბომბვით ემუქრება. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით შეთანხმებაზე თუ უარს იტყვის, იქნება დაბომბვა და მეორადი ტარიფები. აშშ-ის...