უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენების გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გასვლითი შეხვედრის საჯარო ჩვენება გაიმართება, რის გამოც აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, 9 სექტემბრის 21:00-დან 11 სექტემბრის 12:00 საათამდე იმოქმედებს.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში რუსთაველის გამზირიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით. ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრავი ავტომობილები თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით იმოძრავებენ, კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N359 ავტობუსი ვაკის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან კოსტავას ქუჩის მიმართულებით გადაადგილდება, შემდეგ კი იმოძრავებს დადგენილი სქემით.

N457 მიკროავტობუსი ბესიკის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას ჯავახიშვილის ქუჩიდან რევაზ თაბუკაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს, რევაზ ლაღიძის ქუჩით დაუკავშირდება რუსთაველის გამზირს და შემდეგ სვლას დადგენილი სქემით გააგრძელებს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1768823752

ახალი ამბები

გურამ მაჭარაშვილი: ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ კაია კალასს, მას პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშს და თანამდებობისთვის შეუფერებელს

ვხედავთ, რომ ევრობიუროკრატიაში უკვე ყველას, ვისაც არ ეზარება, ლანძღავენ. გვარს არ დავასახელებ, მაგრამ საუბარი ეხება ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისარს, - ამის შესახებ პარტია...

ააა

1768823138

ახალი ამბები

გია ვოლსკი: კაია კალასის განცხადებები არის იმის მანიშნებელი, თუ რა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროკავშირი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შემხედველი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია. ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარ...

გიორგი ვოლსკი

1768820785

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში, დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი

„ევროკავშირი იმყოფება ძალიან მძიმე გეოპოლიტიკურ პროცესებში. დასანანია, რომ სწორედ ახლა, ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის საგარეო სერვისის ხელმძღვანელი არის კაია კალასი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგ...

ლევან მახაშვილი

1768818702

ახალი ამბები

პრემიერი: გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს. ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები დაშავებულებთან და ესპანელ ხალხთანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესპანეთში დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს. შესაბამის პოსტს პრემიერი X-ზე აქვეყნებს. „გულწრფელად ვუსამძიმრებ ესპანეთში მომხდარი ტრაგიკული სარკინიგზო შემთხვევი...

ირაკლი კობახიძე

1768818539

ახალი ამბები

გლდანის რაიონის გამგებელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გლდანის რაიონის გამგეობის თანამშრომლები, „თბილსერვის ჯგუფი“, 24-საათიან რეჟიმზე ვართ გადასული, - აცხადებს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე. გამგებელმა „ქრონ...

გლდანის რაიონის გამგებელი