„უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მივიჩნევ ადამიანებს ვასწავლო როგორ არ უნდა გახდნენ ჩემი პაციენტები“ - ექიმი ნანა გეგეჭკორი

„ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რასაც მათი დაცვა შეუძლია სიკვდილისგან.“ - ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს.

„ბოლო ორი წელი საქართველოს დროით ვიცხოვრე. სამსახურში მისვლამდე ქართული "ვურტუალური ჰოსპიტლით" ვიწყებ ცხოვრებას. ათასობით ადამიანთან მომიწია პირდაპირმა თუ ირიბმა შეხებამ და ყოველდღიურ სევდად მექცა მოსმენილი და ნანახი.

ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სწორი ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე რასაც მათი დაცვა შეუძლია სიკვდილისგან.

ხარისხიანი მედიცინა დაავადების პრევენციაზე დგას. ჩემს, როგორც ექიმის უმნიშვნელოვანეს მოვალეობად მივიჩნევ ადამიანებს ვასწავლო როგორ არ უნდა გახდნენ ჩემი პაციენტები. ყველგან, სადაც ადამიანს ვეხები, ვცდილობ ჯანმრთელად დაბერების ის უმნიშვნელოვანესი პრინციპები გავუზიარო რაც მრავალწლიანი, მრავალენოვანი სწავლის პროცესში დავაგროვე.

მთავარ არხთან ერთად გადავწყვიტეთ ყოველ ხუთშაბათს, შენი დილა -ს ეთერში, 8 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, 15 წუთი დავუთმოთ მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფორმაციის გაზიარებას.
გვიყურეთ ყოველ ხუთშაბათ დილას. გაგიზიარებთ ყველაზე თანამედროვე წარმოდგენებს იმაზე თუ როგორ არ უნდა გახდეთ პაციენტი და დარჩეთ ჯანმრთელი სიცოცხლის ბოლომდე. თუ უკვე გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ვეცდები გაგიზიაროთ როგორ უნდა შეძლოთ სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების სიმპტომების დროული ამოცნობა, დახმარებისთვის სწორი ადრესატის პოვნა და პრეჰოსპიტალურ პერიოდში დაავადების მართვა.

დილის ეთერი ალბათ უფრო სახალისო უნდა იყოს ვიდრე პრობლემებზე საუბარია, თუმცა სწორედ დილაა ის დრო, როცა ადამიანს შეუძლია დღე სწორად დაგეგმოს. ამიტომაც შევარჩიეთ ეს დრო რათა ყოველი დღე ჯანმრთელობისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებით დაიწყოთ.

ჯერჯერობით ეს იქნება ჩემი უანგარო წვლილი ჯანმრთელი საქართველოს შენარჩუნებაში. სამომავლოდ ვეცდები უფრო აქტიურად გავაზიარო ცოდნა რომელიც განათლებაში მრავალწლიანი მოგზაურობით დავაგროვე.

P.S. სამი ხუთშაბათი უკვე იყო. პროექტი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკის ფაქტორებსა და მათი სწორად მართვის უმთავრეს პრინციპებზე საუბრით დავიწყე. ჩემი აზრით ეს უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია ჯანმრთელი ცხოვრების, ამიტომაც შემდეგი რამდენიმე ხუთშაბათი სწორედ ამ თემას დაეთმობა.

სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდული ვარ დროში და ინდივიდუალურ კითხვებს ვერ ვუპასუხებ, მაგრამ გზა და გზა ვეცდები დავფარო ყველა თემა რასაც ბოლო ორი წელი საქართველოდან პაციენტების ცხოვრებაში წავაწყდი.

ვისწავლოთ ჯანმრთელი ცხოვრებისთვის აუცილებელი უმთავრესი პრინციპები და არასდროს გავხდეთ პაციენტები - ესაა ჩემი მოტივაცია.“ - წერს ნანა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵 „სადაა გარანტია, რომ თქვენი ვადის ამოწურვის შემდეგ ამაზე არ გაგასამართლებენ ისე, როგორც ახლა მე და ჯანაშიას გვასამართლებენ?!“ - მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილს

🔵 ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 60-ჯერ დაირღვა, დაშავებულია 2 უკრაინელი სამხედრო - უკრაინის გაერთიანებული ძალები

🔵 „დიდია გულისტკივილი ბატონი თამაზ მეჭიაურის გარდაცვალების გამო“ - ილია მეორე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791747453

ახალი ამბები

ყოფილი პოლიტპატიმარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდის ციხეზე: არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლელობა, ერთი ადამიანის დაინვალიდება და უამრავი კატაფალკა

„კაცი არ იყო, რომელიც იქ შესული იყო და ნაცემი ან რაღაცნაირად დამცირებული არ იყო, არ მეგულება ადამიანი, რომელსაც რაღაც ერთი საშინელება მაინც არ აქვს ნანახი. მე პირადად ნანახი მაქვს ერთი ადამიანის მკვლე...

ყოფილი პოლიტპატიმარი

1791745559

მსოფლიო

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

„თურქეთის დასავლეთით, მანისას პროვინციაში, ავტომაგისტრალზე, ტურისტული ავტობუსი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 27 დაშავდა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი...

ავტოსაგზაო შემთხვევა

1791741431

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობაზე: ყველას ეჩქარებოდა საქართველოში ისეთი ხელისუფლების მოყვანა, რომელიც ამ გლობალური ომის პირობებში საქართველოს რუსეთთან კონფრონტაციის ახალ, ცხელ კერას გააჩენდა

„ეს იყო ერთი დიდი სცენარს ერთი ეპიზოდი. ეს არ არის ლოკალურად განსახილველი“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქა...

ირაკლი ქადაგიშვილი

1791739720

ახალი ამბები

ავარია კახეთის გზატკეცილზე - დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები

კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვნები. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. არსებულ...

ყვითელი ლენტი

1791736485

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: 1700 წლისთავი მხოლოდ ეკლესიის ისტორიის საიუბილეო თარიღი არ არის, ეს ქართული სახელმწიფოს კულტურული ბიოგრაფიის და ეროვნული უწყვეტობის თარიღიცაა

„დღეს აღვნიშნავთ მოვლენას, რომელმაც განსაზღვრა საქართველოს განვითარების გზა, ჩამოაყალიბა მისი კულტურული სახე და გამოკვეთა ჩვენი ცივილიზაციური კუთვნილება“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდ...

შალვა პაპუაშვილი