ვატო შაქარიშვილი აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო, გაითავისეთ, რომ ეს ადამიანი თქვენზე წინ არის! იმიტომ, რომ მართალია - ამ მზაკვრული, იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ დააშანტაჟებთ

ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამოსაცნობი იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოატყუებთ და ვერ დააშანტაჟებთ, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ვატო შაქარიშვილი, აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადების საპასუხოდ.
მისი თქმით, ნეოკონების მცდელობა ახლა, მათი დაისის პირობებში უშედეგო იქნება, ვინაიდან, მათ ძალაუფლების პიკში ვერ მიაღწიეს საწადელს. ასევე, შაქარიშვილი ურჩევს აღნიშნულ ძალებს, ჩახედონ ბიძინა ივანიშვილის ბიოგრაფიას და მიხვდებიან, რომ მას სახელმწიფო ინტერესს ფულზე ვერ გააცვლევინებენ.
ნეოკონებო, კოლექტიურო ვიქტორია ნულანდებო! გაითავისეთ, რომ წინ არის ეს ადამიანი თქვენზე, ყოველთვის წინ არის! იმიტომ, რომ მართალია მორალურადაც, პოლიტიკურადაც და ბიზნესურადაც. ამ მზაკვრული, მარტივად გამოსაცნობი იაფფასიანი კომბინაციებით ბიძინა ივანიშვილს ვერ მოატყუებთ და ვერ დააშანტაჟებთ. ძალაუფლების პიკში როცა იყავით და მთელ მსოფლიოს თქვენს მიერ შექმნილი ცრუ-პროპაგანდის ტყვეობაში ამყოფებდით, დღე-დღეზე რუსეთს “ამარცხებდით” და საქართველოში აგენტურის სახით ბერკეტებიც გაგაჩნდათ, მაშინ ვერ მიაღწიეთ საწადელს და ახლა თქვენი დაისის პირობებში ფიქრობთ გამოგივათ?
ჩახედეთ მის ბიოგრაფიას და მიხვდებით, რომ ფულზე - სახელმწიფო ინტერესს ვერ გააცვლევინებთ! ბიძინა ივანიშვილმა არათუ ფინანსები, საკუთარი სიცოცხლე და ოჯახის უსაფრთხოება დააყენა რისკის ქვეშ, როდესაც თქვენს სისხლიან დამქაშებს დაუპირისპირდა. ბოლო სამი წელია კი, ომის გამჩაღებელ უძლიერეს და უბოროტეს ძალებს გიწევთ წინააღმდეგობას მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიომ იცის, როგორ ექცეოდით ათწლეულების განმავლობაში იმ ლიდერებს, რომლებიც თქვენს დღის წესრიგს არ მიჰყვებოდნენ! უფრო კარგად თუ გინდათ გაიცნოთ ვიზავი, დაინტერესდით, რამდენი მილიარდი აქვს დახარჯული საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი ნებით! 2011 წლის 7 ოქტომბრის წერილიც წაიკითხეთ გულდასმით და ვფიქრობ, ასეთ უნიჭო სვლებს აღარ გააკეთებთ მერე! თქვენდამი ღია უპატივცემულობით და თქვენი საბოლოო დამარცხების სურვილით,ვატო შაქარიშვილი. US Embassy Tbilisi, Georgia", - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.
1748542620
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით
ჩვენი სახელმწიფოებრიობა 23 საუკუნეს ითვლის, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და ჩვენი ერით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნ...
1748541689
ახალი ამბები„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დააკავეს. მათივე ინფორმაციით, ნიკა მელია ლისის ტერიტორიაზე დააკავეს. „ექსკლუზივი“ ცდილობს, აღნიშნული ინფორმაცი...
1748540111
მსოფლიოიანოშ ბოკა ირაკლი კობახიძეს: გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში, მაშინ როცა თქვენი გაჩუმება სურთ, თქვენს გვერდით ვართ
უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ტექნიკური დახმარებითა და საწვრთნელი პროგრამებით. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, ვიყოთ თქვენი ხმა ევროკავშირში...
1748538627
ახალი ამბებიანრი ოხანაშვილი უნგრეთში ვიზიტზე: გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები, ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ
„გვქონდა მაღალი დონის საინტერესო შეხვედრები. ორივე მხარე ორიენტირებულები ვართ იმაზე, რომ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა....
1748535182
ახალი ამბებიპრემიერი: ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ლოგიკურია, არ შეიძლება, სახელმწიფო ინტერესებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღებოდეს პირადი შანტაჟის ფონზე
„არის ოფიციალური სტრუქტურები, არიან თანამდებობის პირები, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ ფორმატში გაიარონ კონსულტაციები ამერიკულ მხარესთან, ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია არის აბსოლუტურად ლოგიკური,...