ზურაბ ქადაგიძე: ელენე ხოშტარია აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - ის არ თანამშრომლობს არც ერთ სახელმწიფო უწყებასთან და საკუთარი მდგომარეობით პოლიტიკური ქულების დაწერა სურს
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას საქმეს ეხმიანება და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი სახელმწიფო უწყებებს არ მიმართავს და საკუთარი მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებას ცდილობს. ქადაგიძე პარალელს მიხეილ სააკაშვილის საქმესთან ავლებს და აცხადებს, რომ „ტრაგედიის შექმნის“ მცდელობა პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოიყენება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ინტერესშია, რომ ელენე ხოშტარიამ, საჭიროების შემთხვევაში, სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება მიიღოს, რადგან მისი ჯანმრთელობის გაუარესება, პირველ რიგში, ხელისუფლებას დააზიანებს.
„არაერთხელ გაჟღერდა და ვნახეთ შეწყალების პოზიტიური შედეგი, მაგალითად, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების შემთხვევაში. ისინი გათავისუფლდნენ ზედმეტი ინსინუაციებისა და პირობების წაყენების გარეშე. პროცესი ასეთია - ისინი აღიარებენ ბრალს, მიმართავენ პრეზიდენტს და შემდეგ პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას.
ელენე ხოშტარიას შემთხვევაში ვხედავთ, რომ ის აბსოლუტურად კანონგარეშე მოქმედებს - არ მიმართავს არც ერთ სახელმწიფო უწყებას, თუმცა, პოლიტიკური ქულების დაწერა სურს.
ამ მიმართულებით სააკაშვილის მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ - ყველაზე მარტივია საზოგადოებას თავი შეაცოდო, ტრაგედიად დახატო საკუთარი მდგომარეობა და პოლიტიკური ქულები დაიწერო. სწორედ ამის მცდელობას ვხედავთ ახლაც.
რაც შეეხება იმას, თუ საიდან ფინანსდება ხოშტარია, ეს საზოგადოებამ კარგად იცის, არაერთხელ გვისაუბრია ამაზე. ელენე ხოშტარია ფინანსდება რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან. თან, კარგად ვიცით, როგორ მიიღება რუსეთში პოლიტიკური გადაწყვეტილებები. თურმე, რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოში მყოფი ანტირუსი ოპოზიციონერისთვის, რომელიც მათ დეპუტატებს ხან საღებავს ასხამს, ხან აქციებს უწყობს, ფინანსური წყარო შეეწყვიტა. თურმე, ბიძამისის 50 წლის წინ დახატული ესკიზების ჰონორარს იღებს ხოშტარია. კვარტალში ასიათასებს იღებს, მაშინ როცა ვნახეთ, რომ სხვა მემკვიდრეები ამდენ თანხას ვერ იღებენ და მათ შემთხვევაში სიმბოლურ ციფრებზეა საუბარი.
ჩვენ ვხედავთ მარტივ რამეს - რადიკალ პოლიტიკოსს ორი გზა აქვს: ან საკუთარი ქარიზმით მოიპოვოს პოლიტიკური მხარდაჭერა, ან ტრაგედია დახატოს, საზოგადოებას თავი შეაცოდოს და ამით პოლიტიკური ქულები დაიწეროს. როგორც სააკაშვილი წავიდა ჯერ ერთი გზით, შემდეგ - მეორით და არაფერი გამოუვიდა, იგივეს ვხედავთ ახლაც.
ხოშტარიას მკურნალ ექიმს ჯანდაცვის სამინისტრო ეხვეწებოდა - მოდით, გავისაუბროთ და გადავწყვიტოთ, როგორ მოვიქცეთო. თავიდან ამაზეც არ იყვნენ თანახმა, თუმცა, საბოლოოდ ეს შეთავაზება მიიღეს. დარწმუნებული ვარ, თუ ხოშტარია და მისი ექიმი უწყებასთან ითანამშრომლებენ, ის მიიღებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას.
ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, შესაბამისი უწყება მიიღებს გადაწყვეტილებას და თუ ის საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, აუცილებლად მიიღებს სრულ სამედიცინო მომსახურებას.
პოლიტიკური თვალსაზრისით, ელენე ხოშტარიას ტრაგედიით მხოლოდ რადიკალური ნაწილი ისარგებლებს და არა ხელისუფლება. პირიქით, თუ ელენე ხოშტარიას რაიმე დაემართება, სწორედ ხელისუფლება მიიღებს დიდ პოლიტიკურ ზიანს. ეს მარტივი საკითხია.
აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც უკეთესი იქნება. მანამდე კი, სანამ ეს გადაწყვეტილება მიიღება, რადიკალები ეცდებიან პოლიტიკური ქულების დაწერას, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში ხდებოდა, როცა თითქოს კვდებოდა, მოწამლული იყო, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბარიატრიული ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1782744159
საზოგადოებასაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევს შეხვდა. პირისპირ შეხვედრაზე ლიდერებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა განიხილეს დ...
1782743159
საზოგადოებაყაზახეთის დამოუკიდებლობის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში დაიწყო.ყაზახეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს მთავრო...
1782740938
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი და ნორმალური პოლიტიკური პროცესი
როდესაც ირანთან მეზობელი სომხეთი ურთიერთობს და აქვს შეხვედრები, ეს არის სრულიად ბუნებრივი, ნორმალური პოლიტიკური პროცესი, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართული...
1782738665
ახალი ამბებიზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა
ზვიად კუპრავას 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობი...
1782738428
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 29 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6453 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6462 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...


























