მარიამ ქვრივიშვილი: ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს - ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში
ყაზახეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების გაფორმება ძალიან ლოგიკური გაგრძელებაა იმ არსებული, სიღრმისეული ურთიერთობის და თანამშრომლობის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას გააჩნია, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.
საქართველოსა და ყაზახეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციის ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც უპირობოდ გაზრდის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებსა და კავშირებს, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდის თვალსაზრისით.
„ამ შეთანხმების საფუძველზე ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გაიზრდება საქართველოდან ექსპორტი ყაზახეთში, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის ზრდას. ამავდროულად, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ვფიქრობთ, რომ ხელშესახები შედეგები გვექნება, მათ შორის ტვირთნაკადების ზრდასთან მიმართებაში, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება ძალიან დადებით, ხელშესახებ შედეგებს იქონიებს ყაზახეთიდან ტურისტული ნაკადების, ასევე ინვესტიციების ზრდის კუთხით.
1782833516
მსოფლიოირანი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევის ნებისმიერ ფაქტს „გადამწყვეტად“ უპასუხებს
ირანი უპასუხებს აშშ-ის მხრიდან ურთიერთგაგების მემორანდუმის ნებისმიერ დარღვევას, - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის დელეგაციებს კატარში არაპირდაპირ...
1782831816
საზოგადოებასულხან თამაზაშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც...
1782830801
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ვულოცავ ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრ ირაკლი მეზურნიშვილს, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) ვიცე-პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. როგო...
1782830783
ახალი ამბებიზაქარია წიკლაური: პეტერ ფიშერი იყო ელჩი, რომელიც არღვევდა როგორც საერთაშორისო, ისე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ნორმებს
თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური აცხადებს, რომ გერმანიის ახალი ელჩისგან კონსტრუქციულ მიდგომას ელოდება. მისი თქმით, პეტერ ფიშერი სცდებოდა დიპლომატიურ მანდა...
1782829008
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაცმოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?!
როგორი რეგრესი და სტაგნაციაა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ მარტო ის მეტყველებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი თავის გაურკვეველ გუნდთან ერთად მაშველ რგოლად მოიაზრება. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეში არიან?! - განაც...


























