"20 წლის ბიჭი მოკლეს, უკრაინელი გოგო გააუპატიურეს, აწამეს, ვერტმფრენი ჩამოვარდა, პარაპლანი ჩამოვარდა - ქვეყანაში დგას შავი ღრუბელი"

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:
 
"ზუსტად ხუთ წუთში რამდენი ტრაგედიის შესახებ წავიკითხე – 20 წლის ბიჭი მოკლეს, უკრაინელი გოგო გააუპატიურეს, აწამეს, ვერტმფრენი ჩამოვარდა, პარაპლანი ჩამოვარდა….

ქვეყანაში დგას შავი ღრუბელი.

ჩვენი ფსიქიკა ამდენს ვერ უძლებს და “მოსანელებლად” აგრესია იმატებს, აგრესია რომ იმატებს, ტრაგედიაც იმატებს…

ტრაგედია რომ იმატებს, აგრესია კიდევ უფრო იმატებს …", - წერს ფანჯიკიძე.

შსს-ს ინფორმაციით, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს ორი პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ორი მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორი მედიკოსი.

ვერტმფრენში მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

შს მინისტრის თქმით, ასევე დაიღუპა უცხოელი ტურისტიც, ვის საშველადაც ტარდებოდა სამაშველო ოპერაცია. ამასთან, პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ერთი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გავრცელებულ სამძიმრის წერილში განაცხადა, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, 30 ივლისი ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "აზერბაიჯანი საქართველოს გვერდით დგას ამ რთულ პერიოდში" - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი სამძიმრის წერილს აქვეყნებს 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793384376

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი ჰანს კლუგეს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორობის კანდიდატს ჰანს კლუგეს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრც...

მაკა ბოჭორიშვილი

1793380900

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულმა საჯარო სხდომებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი კონსტიტუციური სარჩელის დასაბუთებულობა

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციის აკრძალვის მოთხოვნით წარდგენილ სარჩელს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გამოეხმაურა და მიმდინარე კვირების განმავლობაში გამართული...

არჩილ გორდულაძე

1793379581

ახალი ამბები

ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულება, მოსახლეობის მხარდაჭერის პროგრამების მიმდინარეობა, რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და 2027 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა...

ზურაბ პატარაძე

1793378931

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალები: ღაზაში ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა

ისრაელელი სამხედროების ცნობით, 29 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად „ჰამასის“ ორი იარაღის საწყობი განადგურდა. „ჰამასი“ ღაზას ცენტრში, ბურეიჯის ბანაკსა და ღაზას...

ისრაელის თავდაცვის ძალები:

1793376881

ახალი ამბები

ალუდა ღუდუშაური ოპოზიციაზე: ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ პოლიტიკურ პოლიგონად და ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის გამოიყენონ

„ჩვენ არა სამართლებრივი პაექრობის მომსწრენი ვართ, არამედ ეს არის პოლიტიკური ელემენტების, პოლიტიკური შოუს წარმართვის მცდელობა, რასაც ჩვენ ვხედავთ. ცალკეული სუბიექტები ცდილობენ სასამართლო ტრიბუნა აქციონ...

ალუდა ღუდუშაური