აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? ნწ. ნწ. - მინისტრი წულუკიანი მერაბ მეტრეველს მიმართავს
აჰ, თქვენ ამობრძანდით ხალადეცის ფორმიდან? ნწ, ნწ. - ასე გამოეხმაურა საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი „პალიტრანიუსის“ ჟურნალისტს, მერაბ მეტრეველს მის საჯარო პოსტზე.
„და, როგორ თუ გაბედე ჩვენ მიერ ჩამოსხმული ყალიბიდან "ბაშკის" ამოყოფაო, ჩაგცხეს თავში?!
ნწ, ნწ. რა საოცარია, რომ გიკვირთ, ვინაიდან აზრის დაშტამპვას თავადვე ხომ ემსახურეთ ბოლო ათი წელიწადი?!...
აქვე დავძენ, რომ ახლა, აზრის ყალიბში დიდხანს ნამყოფს, ცოტა ვარჯიში დაგჭირდებათ, რადგან უსუფაშვილს დააჯაბნინეთ თავი ამ ბევრად უფრო უნარიანმა მოსაუბრემ.
არა უშავს, თუ ისევ ყალიბში არ ჩაგაბრუნეს, ისევ ძველი მეტრეველი გახდებით! გილოცავთ.“, - დაწერა მინისტრმა წულუკიანმა მერაბ მეტრეველის ფეისბუკის გვერდზე.
ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ღმერთო ჩემო!
ნუთუ ამ ქვეყანაში არ შეიძლება განსხვავებული აზრი გქონდეს ადამიანს (თუნდაც მცდარი) რაღაც თემაზე ისე, რომ იარლიყი არ მოგაკერონ, ეგრევე ვიღაცის მონად და აგენტად არ გამოგაცხადონ. ხალხის მტრად არ მოგნათლონ.
მერე როგორც ხალხის მტერი კედელთან არ მიგაყენონ დასახვრეტად.“
მოგვიანებით კი, საჯარო სივრცეში თეა წულუკიანის კომენტარს, მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა და მინისტრრს ასე უპასუხა:
„ ქალბატონო თეა, რა აზრის დაშტამპვაზე მელაპარაკებით? მე ვემსახურე აზრის დაშტამპვას?!
ანუ ვინც გაკრიტიკებთ, ხოლმე ყველა დაშტამპული გგონიათ?
ამის იქეთ ვერ მიდიხართ? ამას მეუბნებით თქვენ რომელიც ლამის ცენზორად ჩამოყალიბდით მაგ თანამდებობაზე?
ვინც მაგინებს და ჩემს შორის, ასევე თქვენსა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ ყოველთვის თავისუფალი ვიყავი და არც არაპოპულარული აზრების გამოთქმას მოვრიდებივარ ოდესმე.“- მისწერა მეტრეველმა წულუკიანს.
ცნობისთვის, ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა დაწერა, რომ მისთვის საკითხი ძალიან მარტივად დგას - თუ აქვს არჩევანი ნატოსა და ნეიტრალიტეტს შორის, ირჩევს ნატოს, "მაგრამ თუ ეს არჩევანი არ მაქვს ანუ ნატო ვერ და არ გიღებს, მაშინ ვირჩევ ნეიტრალიტეტს, რადგან ეფემერული ნატოს გამო ომი არ მიღირს".
ასევე საინტერესოა:
🔵 უკრაინელი მოსწავლეები სკოლაში საქართველოს განათლების მინისტრმა მიაცილა
1793624012
ახალი ამბებისადგურის მოედანზე, გადასასვლელ ხიდზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სადგურის მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ხანძრის გამ...
1793623405
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: სააკაშვილი არის შემქმნელი იმ რეჟიმის, სადაც ყოველდღიურობას წარმოადგენდა ადამიანთა წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ბიზნესის ტოტალური რეკეტი
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის შეფასებით, სააკაშვილის მმართველობა დაკავშირებული იყო სისტემურ ძალადობასთან, ადამიანთა წამებასთან, ტელევიზიების მიტაცებასა და...
1793622877
საზოგადოებაკახა კალაძე: ჩვენთვის მთავარი არ არის, ნაგავსაყრელი რუკაზე რომელ კონკრეტულ წერილში იქნება - ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს აღარ უწევდეთ იმ პრობლემებთან ცხოვრება, რომლებიც დღეს აწუხებთ
ლილოს ნაგავსაყრელის მოწესრიგების, არსებული პრობლემების მოგვარებისა და გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ორი მნიშვნელოვანი შესყიდვის პროცედურა, რომლებიც ითვალისწინებს გაზშემკრები სისტემის მოწყ...
1793620541
ახალი ამბები🎥 სადგურის მოედანზე ხანძარია
სადგურის მოედანზე ხანძარია. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი გადასასვლელ ხიდზე, ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველები იმყოფებიან და მიმდინარეობს ხანძრის ლოკალიზება...
1793620384
საზოგადოება„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად გეკა გელაძე დაინიშნა. სამეთვალყურეო საბჭო კორპორაციის წესდების თანახმად 3 წევრისგან შედგება. ის ახორციელებს კონტროლს კორპორა...


























