"ამ პოლიტიკის რუპორები და გამპრავებლები დღეს საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლიან სტუდენტებს უნივერსიტეტში - ტრაგედია"
ასოცირებული პროფესორი, ბექა კობახიძე ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე წერს:
"არ გეგონოთ, რომ ქოცები რაღაც სპონტანურად გათამამდნენ და ამიტომ არის ერთდროული ფრონტი გახსნილი დეგნანის და ჰარცელის წინააღმდეგ.
სინამდვილეში ეს ძალიან კარგად გათვლილი და საერთაშორისოდ აპრობირებული პოლიტიკაა.
საერთოდ, “ქართული ოცნება”, როგორც პარტია, ძალიან ორგანიზებული ვეტიკალია.
მათი არ დაფასება და ყველაფერზე იუმორით პასუხი დამღუპველია.
სახელისუფლებო პარტია მუშაობს გათვლებით, ორგანიზებულად და დიდი რესურსებით.
რას ვგულისხმობ ამ შემთხვევაში:
შეხედეთ რა როლი აქვთ დასავლეთის ელჩებს და როგორ იქცევიან ისინი ავტორიტარულ ქვეყნებში. არავითარი კრიტიკა, არავითარი დემოკრატიისკენ მოწოდება. უფრო მეტიც, თუ დიქტატორმა უბრძანა, მარათონზეც ირბენენ, თეატრში სპექტაკლსაც ითამაშებენ, მორიგი რამის გახსნაზე მივლენ ტაშის დასაკრავად და ა.შ.
ფიქტიურ არჩევნებზე დამკვირვებლებად ჩასული საერთაშორისო ორგანიზაციები მათზე კრიტიკულ დასკვნებსაც არ წერენ.
რატომ? იმიტომ რომ ასეთ ქვეყნებზე ხელი აქვთ ჩაქნეული, დიქტატორი “სუვერენული დემოკრატიის” რეჟიმში მუშაობს.
მცირე კრიტიკაზეც დიპლომატს გამოაცხადებენ პერსონა ნონ გრატად, დახურავენ წარმომადგენლობას და ქვეყანა გადავა სრულ იზოლაციაში.
ამიტომ, ამ უიმედო ქვეყნებში დასავლეთი შანტაჟის ენას ემორჩილება საბაზისო კავშირების შესანარჩუნებლად.
რასაც ახლა ქართული ოცნება აკეთებს არის ეს:
დასავლეთმა უნდა ჩაიქნიოს ხელი საქართველოში დემოკრატიაზე, მიგვიღოს როგორც მზარდი ავტორიტარიზმის ქვეყანა და დაყაბულდეს საბაზისო კავშირების შენარჩუნებას.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მიხეილ ყაველაშვილი უარესს დაწერს და ირაკლი კობახიძე უარესს იტყვის.
რუსეთი ამას უყურებს და გრძნობს პოლიტიკაში შემოსულ “ერთმორწმუნეობას”.
ეს არის საქართველოს სახელმწიფოს იდენტობის შეცვლა.
ტრაგედია.
ამ პოლიტიკის რუპორები და გამპრავებლები დღეს საერთაშორისო ურთიერთობებს ასწავლიან სტუდენტებს უნივერსიტეტში",- წერს პროფესორი.
ასევე დაგაინტერესებთ:
1776434764
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭე...
1776434149
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი, ამის განმეორება არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ
საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ვიხილეთ რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც, უმეტესობა იყო ძალადობრივი. ამის განმეორება ჩვენ არ უნდა დავუშვათ და ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ. ჯერ იყო...
1776432318
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამურ რესპუბლიკას მადლობა გადაუხადა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტეს ირანის სრუტე უწოდა და მისი გახსნისთვის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. „ირანმა ახლახან განაცხადა, რომ ირან...
1776431391
სპორტიკარიერაში მეორედ - ლაშა შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონია!
თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი გამარჯვებით დაასრულა 73 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა შავდათუაშვილმა. მან ფინალში მან აზერბაიჯანის წარმომადგენელი ჰიდაიათ ჰეიდაროვი დაამარცხა და ევროპის ჩე...
1776431173
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 17 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6946 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...































