არ ვაპირებ იმ თანამდებობის პირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას, რომელმაც კლანი გააძლიერა და ის ამაზე დღემდე დუმს - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტის დაანონსებულ აქციაზე

"სასამართლოს გუშაგის" დამფუძნებელი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს:
"ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი.პრეზიდენტმა კი რა ქნა?გააძლიერა კლანი იმით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა კლანის ერთ-ერთი ლიდერის ნათესავი - თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს 10 ხმით იღებს გადაწყვეტილებებს, ნიშნავს სასურველ მოსმართლეებს და ნომინირებას უკეთებს უზენასი სასამართლოს კანდიდატურებს, სწორედაც რომ პრეზიდენტის "დამსახურებაა". მე-10, კლანისთვის უმნიშვნელოვანესი ხმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, პრეზიდენტის დამტკიცებულია.სასამართლოს დამოუკიდებლობა, რომ დღეს პრობლემაა ეს ინსტიტუციური თვალსაზრისით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბრალია და შესაბამისად პრეზიდენტისაც.თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიცვალა დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ (რაც არსად არ ჩანს), მაშინ უნდა გამოვიდეს და თქვას სიმართლე, როგორ დანიშნა ეს წევრი, ვინ გაუწია რეკომენდაცია მის დანიშვნაე და ყველაფერი გახადოს საჯარო!მაგრამ ის ამას არ აკეთებს და საზოგადოება კიდევ ერთხელ შეჰყავს შეცდომაში, როდესაც ახსენებს მოსამართლე წევრების პრობლემურ არჩევას და არაფერს ამბობს საკუთარ არჩევანზე. ვიდრე სხვისკენ გაიშვერს ხელს, თავისი გადაწყვეტილებები გააანალიზოს საჯაროდ და უფრო მეტიც, მას ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბოდიში აქვს მოსახდელი კლანური მმართველობის მხარდაჭერისთვის სასამართლოში.გარდა ამისა, მას შეუძლია ერთ დღეში მიიღოს გადაწყვეტილება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების თემა. მოგვწონს თუ არა პერსონალურად ვინმე ამაზე ხომ არაა საუბარი, ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმრები, ეს ძალიან პრინციპული საკითხია, და მხოლოდ აქციების მოწყობით არაფერი შეიცვლება დემოკრატიაში და მართლმსაჯულებაში.ამიტომ პერსონალურად მე არ ვაპირებ იმ თანამდებობის პირის მიერ ორგანიზებულ აქციაზე წასვლას, რომელმაც კლანი გააძლიერა და ის ამაზე დღემდე დუმს",-წერს, ნაზი ჯანეზაშვილი.
1754153751
ახალი ამბები30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება
30 აგვისტოს რაჭაში ველომარათონი გაიმართება. ველოგარბენის სპორტული ნაწილი დაგეგმილია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მიერ, რომელიც მხარდაჭერილია რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახე...
1754152417
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი შაორის ბანაკში საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შაორის ახალგაზრდულ ბანაკშ...
1754149225
საზოგადოებაგიორგი გამსახურდია პროკურატურის განცხადებაზე, რომ ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა, აცხადებს, რომ ყველაფერი დოკუმენტირებული და იურიდიულად გამყარებულია
გიორგი გამსახურდია თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ თავდასხმის ფაქტზე, აქტივისტ ნინო დათაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება. გამსახურდია X-ზე...
1754146379
ახალი ამბებიგიორგი კალანდარიშვილი 4 ოქტომბრის არჩევნებზე: არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს
არ დავუშვებთ იმას, შესაბამისი ინსტიტუტებიც თავის მხრივ, რომ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას რამენაირად ხელი შეეშალოს, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ცენტრალური საარჩევნო კომისი...
1754144505
საზოგადოებათბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ბალახსა და ხეებს ეკიდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველები.